in ,

Inner Cosmos-მა დეპრესიის სამკურნალოდ ტვინის იმპლანტი შექმნა

M2
M2

Inner Cosmos ახალი ნეიროტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც ახლახან თავისი პირველი ნერვული იმპლანტი წარმოადგინა, დეპრესიის სამკურნალოდ. როგორც დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მერონ გრიბეტსი, აღნიშნავს, ტექნოლოგია „გონების ციფრული აბია“.

საგულისხმოა, რომ დეპრესია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კორონავირუსამდე 241 მილიონ ადამიანს აწუხებდა — პანდემიის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. გრიბეტსისთვის კი ჯანდაცვის ინდუსტრიის ეს უზარმაზარი სეგმენტი რევოლუციური იდეების განსახორციელებლად. შედეგად, ის ნეიროქირურგ ერიკ ლეითჰარტს, ლაზერული ნეიროქირურგიის პიონერს, დაუკავშირდა, რათა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი (BCI) შეექმნათ. პაწაწინა იმპლანტი კანქვეშ თავსდება და არაინვაზიურად ეკვრის თავისქალას.

უფრო დაწვრილებით რომ ავხსნათ, სისტემის უნიკალური დიზაინი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში, ეს არის ზემოთ ხსენებული ფრჩხილის ზომის იმპლანტი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის “prescription pod”, საკმაოდ პატარა მოწყობილობა, რომელიც თმაზე იკეცება, მოწყობილობის ეფექტის გასაძლიერებლად. მათი განთავსების შემდეგ კი ფსიქიატრი მოწყობილობას აპროგრამებს და არეგულირებს — ციფერბლატს თითოეული პაციენტის საჭიროების შესაბამისად ამოძრავებს. თავის მხრივ, სენსორები მუდმივად აკონტროლებს იმპლანტს, ექიმს კი შეუძლია, მონაცემები შეამოწმოს და ნახოს, როგორ მუშაობს პაციენტების ტვინი რეალურ დროში.

ცხადია, დეპრესიის მკურნალობის მსგავს მეთოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ამჟამად მოწყობილობამ FDA-ისგან უშუალოდ ადამიანზე გამოცდის უფლება მიიღო.

10 გზა მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზრდელად

რატომ გჭირდებათ პროდუქტის განვითარების მენეჯერი თქვენს გუნდში?