ჩინურმა კომპანიამ Innfos Technology ჰუმანოიდი რობოტი შექმნა, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის თავის გართმევა ადამიანის მსგავსად შეუძლია. ამის შესახებ CNN წერს. XR1 მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდ სერვის რობოტია, რომელსაც შეუძლია ყვავილების მორწყვა, სასმლის დასხმა, ნემსში ძაფის გაყრა, სხვა რობოტებთან სინქრონული ცეკვა და ა.შ. კომპანიის განცხადებით, ამ რობოტის გამოყენება ბიზნესში, მედიცინასა თუ სახლში შეიძლება.
https://www.youtube.com/watch?v=zs0Tw31HQiM