in

Inniskillin-ის რეკლამა კი არა, ჰოლივუდური ფილმი გეგონება

რა შეიძლება მოხდეს, როცა ავსტრიელი და იტალიელი კანადური ღვინის წარმოებას გადაწყვეტენ, ირლანდიული სახელწოდებით Inniskillin? თავიდან შეიძლება დაუჯერებლადაც მოეჩვენოთ, უწინასწარმეტყველონ სრული კრახი, მაგრამ პირველი წარმატების შემდეგ ყველაფერი გასაგები ხდება. ეს პატარა ვიდეორგოლი, რომელიც ჰოლივუდური ფილმის ტრეილერს უფრო მოგაგონებთ, მარკეტერ დონალდ ზირალდოსა და ღვინით მოვაჭრე კარლ კაიზერის ამბავს გვიყვება. ორმა მეგობარმა ღვინის ბრენდზე მუშაობა 70-იან წლებში დაიწყო და ხუთწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა საფრანგეთში. რეკლამაზე ოსკარზე ნომინირებულმა რეჟისორმა, ჰუბერტ დევისმა იმუშავა, სააგენტო Bensimon Byrne-სთან ერთად.

 

მცირე ბიზნესის 5 ტრენდი 2020 წელს 

ადგილზე მიტანის მომავალი – ორფეხა კურიერი რობოტების გაყიდვა დაიწყო