in

როგორ ვაქციოთ ინოვაციებზე აქტიური მუშაობა კომპანიის განუყოფელ ნაწილად

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, მთელი მსოფლიო ვაკვირდებოდით, რამხელა სხვაობაა ტიპური მოკრძალებული დინამიკის მქონე კომპანიებსა და სწრაფად განვითარებად ორგანიზაციებს შორის. ვნახეთ, რამდენად დიდია კონტრასტი კრიზისის მიმართ მათ მედეგობას შორის. უკლებლივ ყველა ორგანიზაცია დადგა განვითარებისა და ადაპტირების გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე. კომპანიებმა სწრაფ ტემპებში დაიწყეს ახალ რეალობაზე გადაწყობა, ინოვაციებზე ზრუნვა, განსხვავებული მიდგომების დამუშავება. ვინც ასე არ მოიქცა, უბრალოდ, გაჩერდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეს ემოციური წნეხი ბევრისთვის იქცა რაღაც ახლის შექმნის მოტივაციად. ყოველივე ეს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აღმოჩენამ განაპირობა – მიგვახვედრა, რომ ინოვაციებზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობის უწყვეტი ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, პრაქტიკაში ეს არც ისე მარტივია. მაინც, როგორ უნდა ვიმუშაოთ ინოვაციებზე, ისე, თითქოს ეს ძალიან სასწრაფოა?

მიიღეთ მონაწილეობა მცირე ექსპერიმენტებში. უპირველესად, ცვლილებას რაიმე დიდ პროექტად ნუ წარმოიდგენთ, არამედ პატარა ექსპერიმენტების სერიად, რასაც შეიძლება გრძელ ვადაში მოყვეს შედეგი. პატარა ექსპერიმენტი საშუალებას მოგცემთ სწრაფად შეისწავლოთ, საველე პირობებში ჩაატაროთ ცდა, დააკვირდეთ, რა მუშაობს, რა – არა და რა არის საჭირო სასურველ შედეგზე გასასვლელად. ეს ტესტირება შეიძლება დღეების ან კვირების განმავლობაში გაგრძელდეს და რაღაცით სტარტაპ ეკოსისტემას ჰგავს, რომელშიც პროტოტიპის შექმნას და შემდეგ, მასზე დაკვირვებას ცდილობენ.

ესაა საკმაოდ დინამიკური მიდგომა, რომელიც Covid-ის დროს ძლაიან ბუნებრივად განვითარდა. ის დაეხმარა უფროსკლასელებს, ეკონომიკურად დაზარალებულ რეგიონებს და მომუშავე ადამიანებს – მათ, ვინც შეძლო ვირტუალური სერვისის პროექტის იდეას გაჰყოლოდა, დახმარებოდა ასაკოვან ადამიანებს, შეეკერა ნიღბები, მიეტანა შეკვეთები, საკვები, ამანათები, ემუშავა ჯანდაცვის მიმართულებით… ბევრი კომპანია გადავიდა პანდემიისთვის აქტუალური პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და მიწოდებაზე. ამ ექსპერიმენტებმა სრულიად სხვა გამოცდილება მისცა ორგანიზაციებს და დაეხმარა გადაწყობილიყვნენ სრულიად ახალ რეალობაზე.

როგორ შეუძლიათ კომპანიებს გამოიყენონ ეს გამოცდილება? რასაკვირველია, ექსპერიმენტებში, რომლებიც არაა აუცილებელი პანდემიას უკავშირდებოდეს, არამედ, არაოდრინალურად პასუხობდეს მომხმარებლის მოთხოვნას, ბაზარზე არსებულ ინსაითებს და გრძელ ვადაში წარმოიდგენდეს მომავალს.

ეს პატარა ცდები განვითარების მუდმივ განცდას ქმნის. ის იზიდავს ადამიანს და მუდმივი პროგრესის პროცესში რთავს. ცვლილება ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს და როდესაც რაღაც ახლის გამოცდა ყოველდღიურობის ნაწილია, იცვლება აზროვნების სტილი, დამოკიდებულება და გუნდიც ინოვაციამდე ახერხებს მისვლას.

დაისახეთ თამამი მიზნები. კრიზისის პერიოდში, მოკლევადიან მიზნებს ვისახავთ. მათი პრიორიტეტულობა მაღალია, გამოწვევაც სერიოზულია და გვაქვს განცდა, რომ ეს მიზანი აუცილებლად უნდა შესრულდეს. დანერგეთ ეს ფაქტორები ყოველდღიურად. დაე, ყოველდღიურად გრძნობდეთ გამოწვევის სიმძაფრეს, ფიქრობდეთ, რომ საქმე აუცილებლად ახლაა გასაკეთებელი, რომ მისი გადადება არ შეიძლება და მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიოთ. ყოველივე ამას შეხედეთ, როგორც გადაუდებელ ამოცანას.

არაკომერციული და საკვების მწარმოებელი კომპანიები ინტენსიურად იყენებენ ამ მიდგომას. როდესაც პანდემიის გამო სასწავლებლები დაიკეტა, არაკომერციულ ორგანიზაციებს ახალ რეალობაზე მორგება მოუხდათ – მათ დაიწყეს სტუდენტების ვირტუალურ პროექტებში მიზიდვა და ეს გააკეთეს დაუყოვნებლივ. ბუნებრივია, არ იცოდნენ, რამდენად გამოვიდოდა ყოველივე ეს, მაგრამ სწრაფად დააგენერირეს იდეები და უწყვეტ რეჟიმში შეუდგენენ ახალ მიმართულებას. როგორც კი იდეა გამოცადეს, სხვადასხვა ქალაქში შექმნეს ჯგუფები, რომლებიც ანალოგიური მოდელით იმუშავებდნენ და ონლაინ პროექტების მიმართულებაზე გადავიდნენ. ხოლო საკვები კომპანიის დირექტორმა გუნდს მისცა გამოწვევა, თავად ჰქონოდათ ურთიერთობა მომხმარებლებთან, აქტიურად მიეღოთ უკუკავშირი და განესაზღვრათ ნაბიჯები, რასაც მომდევნო 100 დღის განმავლობაში გადადგამდნენ. ამ მიდგომამ მილიონობით დოლარი დააზოგინა და ამავდროულად, კომპანია არ წასულა კომპრომისზე ხარისხთან. დირექტორმა ხელმძღვანელ პირებს დაავალა, შედეგების შესახებ ყოველკვირეულად ეცნობებინათ გუნდის წევრებისთვის და ამგვარად გაენეიტრალებინათ სიტუაციით შექმნილი წნეხი და ეჩვენებინათ, რომ მათ შრომას შედეგი მოაქვს.

პირადად ჩაერთეთ პროცესში. თუკი ცვლილებას ტემპი აკლია, დააკვირდით და აღმოაჩენთ, რომ მასში ხელმძღვანელი პირები ნაკლებად არიან ჩართულები. ისინი ისხლიტავენ ინიციატივებს და ქრებიან მაშინ, როდესაც გუნდის წევრები ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. იმისათვის, რომ გუნდი ინტენსიურად იყოს ჩართული სიახლეების შექმნაში, იყავით მათთან ერთად – მიიღეთ მონაწილეობა მსჯელობაში, გაიზიარეთ მარცხიც და წარმატებაც. სწორედ ესაა პრიორიტეტი, რაც როგორც ხელმძღვანელს, უნდა გაგაჩნდეთ. გუნდთან ერთად ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ პრესინგს, ესაა ცოდნის გაზიარება, წახალისება, მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევა… მნიშვნელოვანია გუნდური შეხვედრებიც და ინდივიდუალურიც. ლიდერის გუნდთან ერთად ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი ნიშანი მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე, ესაა კრიტიკული ფაქტორი ორგანიზაციის წარმატებისთვის და გადარჩენისთვისაც კი. ეს ზრდის მუშაობის ტემპს, მოტივაციას.

შესაძლოა, ეს ნაბიჯები ძალიან მარტივი და სწორხაზოვანი ჩანდეს, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია მეთოდური და კარგად დაგეგმილი, კარგადვე გაკონტროლებული პროცესი. მას სჭირდება თქვენებური სიგიჟე და უცილობელი ჩართულობა. გუნდს სჭირდება წინამძღოლი, ერთგვარი ენერგიის წყარო.

ეს ნაბიჯები ხელმძღვანელს რეგულადულად სჭირდება. ესაა დიდი შრომა, რომელიც დიდსავე სიჯიუტეს მოითხოვს, თუმცა, თუკი უკვე მიხვდით, რომ მუდმივი განვითარება აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის, დროა, საქმეს შეუდგეთ.

 

წყარო: HBR



სახლი, სადაც ცხოვრობს ბედნიერება – John Lewis-ის რეკლამა

180 გრადუსში მოყოლილი XIX-XX საუკუნის ისტორიები – პირველი ქართული ვისკის, JIMSHER პრინტ კამპანია