in

სად და როგორ იბადება ინოვაციური იდეები?

ბოლო წლებში, ტექნოლოგიურმა განვითარებამ უპრეცედენტო ზრდას მიაღწია, მსოფლიომ დაინახა, რამხელა შესაძლებლობებს გვაძლევს ეს განვითარება. დროა, ვიფიქროთ იმაზე სადამდე მიგვიყვანს ტექნოლოგიებისა და ადამიანის ძალების გაერთიანება? და საერთოდ, აქვს თუ არა ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები? მათთვის, ვისაც აინტერესებს, რა კავშირია თავისუფლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის, 24 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, #FreedomTech კონფერენციას შეუძლია დაესწროს!

BOG
BOG

 

ესაა რიგით მე-5 რეგიონული #FreedomTech კონფერენცია, ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის. ESFL თბილისის რეგიონალური კონფერენცია, კავკასიის რეგიონიდან, ასობით თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდას აერთიანებს. გასულ წელს, კონფერენციას რეგიონიდან ცხრაასზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლები თავისუფლების იდეასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის კავშირებზე ისაუბრებენ. ბლოქჩეინი, ბიოინჟინერია, AI და რობოტიკა, ტრანსჰუმანიზმი, დარქ ნეტი, ტოკენიზაცია – ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც 24 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში “ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის” განიხილავენ.

კონფერენციის ნაწილი დაეთმობა გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპები და კომპანიები და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები.

კონფერენციაზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია.

მომხსენებლები:

Yaron Brook

Chairman at Ayn Rand Institute

იარონ ბრუკი ეინ რენდის ისნტიტუტის ხელმძღვანელია. როგორც ორგანიზაციის მთავარი სპიკერი და ეინ რენდის მეგობარი, ის მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და საზოგადოებას რენდის ფილოსოფიას აცნობს. მომხსენებელი კონფერენციაზე ტექნოლოგიური განვითარების მომავალზე და თავისუფლებაზე ისაუბრებს.

Dominik Stroukal

Co-Founder at Bit-Agency

ჩეხი ეკონომისტი, ციფრული ვალუტის ექსპერტი Dominik Stroukal 24 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიაში ის ტრანსჰუმანიზმზე ისაუბრებს. განვითარების რა ეტაპზე შეიძლება აღმოვჩნდეთ ადამიანისა და ტექნოლოგიების შერწყმის შედეგად? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გაცემას კონფერენციაზე მასთან ერთად შევეცდებით.

Zach Harvey       

Co-Founder at Lamassu

კონფერენციის შემდეგი მომხსენებელი მსოფლიოში პირველი ბიტკოინის ბანკომატის გამომგონებელი ზაკ ჰარვია. 24 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში ის ისაუბრებს მუსიკალურ გადატრიალებაზე და კრიპტოსამყაროზე, ანუ – “დედ კენედიდან სატოში ნაკამოტომდე – როგორ შეცვალა პანკმა მუსიკა და ფული”.

ზაკ ჰარვი და მისი ძმა, ჯოშ ჰარვი ბიტკოინზე 2011 წლიდან მუშაობენ. 2013 წელს მათ გადაწყვიტეს, რომ ბიტკოინი ხელმისაწვდომი გაეხადათ მომხმარებლებისთვის და პირველი ბიტკოინის ბანკომატი შექმნეს.

Lasha Antadze

CEO, Founder at Shelf Network

ლაშა ცნობილი სტარტაპის Shelf Network-ის დამფუძნებელი და CEO-ა. კომპანია Shelf ბლოქჩეინის გამოყენებით წარმოადგენს გამჭირვალე, უსაფრთხო და გაცილებით უფრო პრაქტიკული აუქციონის სისტემას.

ლაშა ანთაძეს გამოცდილება ასევე აქვს საერთაშორისო ანტიკორუფციული რეფორმებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მენეჯმენტში. კონფერენციაზე ის ისაუბრებს ტოკენიზაციის შესახებ – “ყველა ტოკენი თანაბარი არ არის!”

Matt Kibbe

President, CCO at Free The People

კონფერენციის შემდეგი მომხსენებელი, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერი, მეთ კიბეა. ის ამერიკაში ცნობილი, თავისუფლების ღირებულებების გამავრცელებელი, საგანმანათლებლო ორგანიზაციის “Free the People-ს” პრეზიდენტი და ავსტრიული ეკონომიკური ცენტრის გამორჩეული წევრია.

მეთი ისაუბრებს: “Left, Right, Or Liberty? How Libertarians Can Reach New Audiences and The Politically Disenfranchised.”  

Aleksandar Kokotovic

European Programs Director at Students For Liberty

კონფერენციის საპატიო სტუმარი და მომხსენებელი, Aleksandar Kokotović თბილისის რეგიონალურ კონფერენციას მეხუთედ ეწვევა. წელს ის ვების ბნელ მხარეზე და ტექნოლოგიურ თავისუფლებაზე ისაუბრებს.

ალექსანდრემ ბელგრადის უნივევრსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა და დღეს ის “ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის” ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

Zurab Japaridze

Founder at Girchi

“How Technology Is Really Going To Change Politics? “

ზურაბ ჯაფარიძე ცნობილია არაერთი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტით, რომელთაც საფუძვლად თავისუფლების იდეა, ინდივიდუალური თავისუფლება, საკუთრების უფლება და ლიმიტირებული მთავრობის კონცეპტი უდევს. ის ხშირად ციტირებს ამერიკის დამფუძნებელ მამებს დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან: “შემოქმედი ყველა ადამიანს ანიჭებს ხელშეუვალ უფლებებს, მათ შორის სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნიერებისკენ სწრაფვას”.

კონფერენციის შესახებ სიახლეების უწყვეტად მისაღებად შეამოწმეთ კონფერენციის ივენთი, ასევე Facebook და Instagram გვერდები.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

[R]

მულტიფუნქციურ სივრცეში “რესპუბლიკა” ფლამენკოს შოუ გაიმართება

“უჩინარი მკვლელი” – ბრუს ლის ნამუშევრები