in

„ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ – კონფერენცია ტექნოპარკში

თბილისის ტექნოლოგიურ პარკში კონფერენცია „ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ ჩატარდა. ღონისძიება, რომელშიც 150-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აღმოსავლეთ ევროპაში პირველად გაიმართა.

„კონფერენციის ფარგლებში, აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხილულ იქნა ის უახლესი აქტუალური პროფესიული ტრენდები, რომელიც ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანი და ეფექტური დამხმარე ინსტრუმენტებია. კონფერენციის ფარგლებში, ისეთი უახლესი პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, როგორებიცაა: Kahoot, Zoom, ქართული Namqy, Mult-ის. სპიკერებმა, ღონისძიების მონაწილეებს, დეტალურად გააცნეს მათი მახასიათებლები“.

კონფერენციის დასასრულს გათამაშდა საგზური და სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა. პრიზები, რამდენიმე ტრენინგ და სასწავლო ცენტრმა, სპეციალურად კონფერენციის მონაწილეთათვის დააწესა.

„ღონისძიებაში მონაწილეთა ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, რამაც შეიძლება ყოველწლიური სახე მისცეს მას“.

ვერდის ფესტივალს, საქართველოში, თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს

რატომ არ უნდა ვისაუბროთ სტრესზე სხვებთან?