in

Innovecs ქართულ ტექნიკურ ასპარეზზე პოზიციებს აძლიერებს და ახალი თანამშრომლების მისაღებად მზადაა

Innovecs, გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის ტექნოლოგიების კომპანია, ახალ ბაზრებზე აგრძელებს გაფართოებას. კომპანიამ საქართველოში ოპერირება 2022 წელს დაიწყო და მისი მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ მდგრადი ადგილობრივი ტექნიკური დამსაქმებელი გამხდარიყო. ახლა კი კომპანიის საქართველოს რეგიონული მენეჯერი ზურაბ იაშვილი გახდა.

ზურაბის დანიშვნა მხარს უჭერს Innovecs-ის უფრო ფართო გეგმებს რეგიონში, მათ შორის, Innovecs-ის გუნდის ქართველი tech ტალანტებით გამდიდრებას, თბილისში ნოვატორული ჰაბის დაარსებასა და მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილებას. როგორც რეგიონული მენეჯერი, ის იზრუნებს გუნდის მუდმივ ზრდაზე და საქართველოში Innovecs-ის ბიზნესის წარმატებაზე.

მე ვიტყოდი, რომ ძალიან მოკრძალებული მაჩვენებელი ამ წლის ბოლომდე 30 ადამიანის დასაქმებაა, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ზღვარი, ჩვენ ბევრად დიდი გეგმები გვაქვს და ამისათვის სრული ოპერაციული მზადყოფნა გაგვაჩნია. თავდაპირველად დაკომპლექტდება ადმინისტრაციული პერსონალი, ოქტომბრიდან კი გადავალთ დეველოპერებზე, მონაცემთა ინჟინრებსა და მეცნიერებზე, QA სპეციალისტებზე, ბიზნეს ანალიტიკოსებზე, პროექტის მენეჯერებზე, პროდუქტის მფლობელებზე და . .“, — აღნიშნავს ზურაბი.

კომპანია ცნობილია თავისი კორპორატიული კულტურით და სტაბილურობით, როგორც დამსაქმებელი მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში. Innovecs მხარს უჭერს ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს, რომელიც გუნდის წევრებს საშუალებას აძლევს, სურვილისამებრ იმუშაონ ოფისიდან, coworking სივრცეებიდან და სახლიდან. თბილისი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია Innovecs-ისთვის, შესაბამისად ადგილობრივი ოფისი უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

მოხარულები ვართ, რომ ზურა ჩვენი ახალი რეგიონული მენეჯერი გახდა. მისი მიზანია, Innovecs-ის სახით ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ჩამოაყალიბოს საქართველოში და ჩვენი კორპორატიული კულტურა ამ ახალ ბაზარზე დანერგოს. ჩვენდა საბედნიეროდ, მისი დიდი გამოცდილება სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი მიზანია, პოზიტიური გავლენა ვიქონიოთ ქართულ IT ინდუსტრიაზე, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი წრეებისა და საგანმანათლებლონეთვორქინგ ღონისძიებების მეშვეობით, ასევე დასაქმებულთათვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნით“, — ამბობს ალექს ლუცკი, Innovecs-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

შეამოწმეთ ღია ვაკანსიები და გახდით მათი გუნდის წევრი.


Innovecs-ის შესახებ

Innovecs არის გლობალური ციფრული ტექნოლოგიების კომპანია, რომელსაც ოფისები აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, ლათინურ ამერიკაში, ისრაელში, ავსტრალიასა და უკრაინაში. პროგრამული გადაწყვეტილებების სპეციალობით, Innovecs-ის გუნდს დიდი გამოცდილება აქვს მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, სამედიცინო ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის, მაღალი ტექნოლოგიების, თამაშებისა და გართობის სფეროში.

ზედიზედ მეხუთე წელია, Innovecs არის Inc. 5,000-ის ნაწილი — ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ამერიკული კერძო კომპანიების სია და IAOP-ის მსოფლიოს საუკეთესო აუთსორსინგის კომპანიების რეიტინგი. 2021 წელს Innovecs ოფიციალურად გახდა ISTQB (International Software Testing Qualification Board) პლატინის პარტნიორი და გახდა AWS Select საკონსულტაციო პარტნიორი AWS პარტნიორთა ქსელში.

[პარტნიორის კონტენტი]

Hallo — პირველი ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში

პირველი „ემოჯი“ 40 წლის გახდა!