in

შეიქმნა მსოფლიოში პირველი პორტატული 5G VPN როუტერი!

მისი საშუალებით შეუზღუდავი, უსაფრთხო ინტერნეტ კავშირი გექნებათ

INomad ჯიბის ზომის მინი როუტერია, რომელიც 5G სიგნალებს Wi-Fi 6 სიგნალებად გარდაქმნის. მოწყობილობა ძირითადად სამოგზაუროდაა განკუთვნილი – ასე რომ, შეგიძლიათ, Wi-Fi თქვენთან ერთად ატაროთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ და აღარ მოგიწევთ ინტერნეტზე ფიქრი. თანაც, როუტერს საკუთარი VPN აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუზღუდავი, უსაფრთხო ინტერნეტ კავშირი გექნებათ, რომელიც თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად დაშიფრულია.

მობილური ტელეფონები ძირითადად 5G ქსელებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა პრობლემას ის წარმოადგენს, რომ დაკავშირებული მოწყობილობები ყოველთვის ერთსა და იმავე 5G სიჩქარეს არ იღებეს. ამასთან, INomand-ს საკუთარი VPN გააჩნია – იგი საშუალებას მოგცემთ, ისეთ ვებგვერდებზე შეხვიდეთ, რომლებსაც ჩვეულებრივ სახელმწიფო ან ინტერნეტ პროვაიდერები ბლოკავენ. თანაც, ვერავინ შეძლებს თვალყური ადევნოს თქვენს ინტერნეტ აქტივობას.

გარდა ამისა, INomand წარმოუდგენელ შესაძლებლობას გვთავაზობს – მართალია, ყველა ლეპტოპსა და iPad-ს (ან ნებისმიერ სხვა მოწყობილობას) არ აქვს 5G სიგნალების მიღების საშუალება, მაგრამ რადგანაც INomad მათ Wi-Fi 6 სიგნალებად გარდაქმნის, ნებისმიერი მოწყობილობა ისარგებლებს 4Gb/s სიჩქარით. ეს პოტენციურად იმას ნიშნავს, რომ სმარტ ტელევიზორში 4K ფილმის ყურებას თავისუფლად შეძლებთ. ამასთანავე, მაღალი სიჩქარის 5G ინტერნეტის ქონის შემთხვევაში, როუტერს შეუძლია, 32-მდე მოწყობილობა თანადროულად კვებოს ინტერნეტით.

ამ ყველაფერთან ერთად, როუტერს 2.4 დიუმიანი ფერადი სენსორული ეკრანი აქვს, რომელიც მის სხვადასხვა ფუნქციებზე გაძლევთ წვდომას – თუნდაც რაიმეს ატვირთვის/გადმოტვირთვის სიჩქარის საკონტროლებლად. მისი 6000 mAh ბატარეა კი 16 საათამდე უწყვეტი გამოყენების თუ სხვა მოწყობილობების დამუხტვის შესაძლებლობას გაძლევთ.

რაც შეეხება ტარიფს, აქ რამდენიმე სპეციფიკური საკითხია გასათვალისწინებელი. INomad 5G SIM ბარათს იყენებს, რომელსაც ინტერნეტთან დაკავშირების საკუთარი მონაცემების გეგმა გააჩნია – იმისდა მიხედვით, თუ მსოფლიოს რა ადგილას იმყოფებით, მონაცემთა გეგმის საფასური შეიძლება, 250-დან 300 დოლარამდე შეიცვალოს. ხოლო სპეციალური VPN პირველი წლის განმავლობაში უფასოა, თუმცა გეოგრაფიული შეზღუდვების ქვეყანაში არ ცხოვრობთ, მისი გამოყენება არც დაგჭირდებათ.

როგორც ცნობილია, როუტერი მიმდინარე წლის დეკემბერში ჩაეშვება გაყიდვაში და 239 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

ნახეთ: ქუჩის მხატვარი ქალთა პორტრეტებისთვის ნამდვილ ხეებს იყენებს

ენთუზიაზმით შექმნილი მანქანა – Chrysler-ის ისტორია