in

ინოვაცია ცვალებად დროში: გაკვეთილები 2022 წლიდან

ეკონომიკური გაურკვევლობა, სოციალური და პოლიტიკური არეულობა, გარემოსდაცვითი კატასტროფა და გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი კვლავაც მოქმედებს ადამიანებსა და ბიზნესებზე მთელ მსოფლიოში. თუმცა, მიუხედავად ყოველი ამ სირთულისა, მენეჯერებმა უნდა შეინარჩუნონ იმპულსი წინსვლისთვის, თუ მათ წარმატების მიღწევა სურთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გასულ წელს ჩვენ ვნახეთ ტექნიკური გიგანტების კოლაფსი არასწორი მენეჯმენტის, დაუფიქრებლობის, ეკონომიკური შეფერხების, ინოვაციების ნაკლებობის ან გაუთვალისწინებელი გარემოებების კომბინაციის გამო. მაგრამ ამავე დროს, ახალი ლიდერები გამოჩნდნენ: კომპანიებმა, რომლებმაც იპოვეს შესაძლებლობა, სამყაროში არსებულ მუდმივ გაურკვევლობაში მცირე მომენტები გამოეყენებინათ და წარმატების სანაცვლოდ რისკზე წასულიყვნენ.

თანამედროვე ციფრული სამყარო სიფხიზლეს მოითხოვს. ტექნიკურმა ლიდერებმა არა მხოლოდ უნდა მოამზადონ თავიანთი გუნდები და ორგანიზაციები დამღუპველი ცვლილებებისთვის, არამედ უნდა უზრუნველყონ, რომ მათი პროდუქტები და სერვისები საკმარისად მოქნილი იყოს, რათა უცნობ ცვლილებებს მოერგოს. ამასთან, გლობალური ეგზისტენციალური ძალები არ არის განადგურების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა; ტექნიკურ მენეჯერებს ასევე უწევთ გაუმკლავდნენ ახალ რეგულაციებს, უცნობ კიბერ საფრთხეებს, IT უნარების მზარდ დეფიციტს, თვალწარმტაც აჟიოტაჟს ახალი ტექნოლოგიების გარშემო და სხვა.

აქ მოცემულია ხუთი გაკვეთილი, რომელიც ტექნოლოგიურმა სამყარომ ისწავლა წელს მიღწევების, ინოვაციებისა და მუდმივი ცვლილებების შესახებ, ისევე როგორც ლიდერების შეხედულებები, რათა მომავალ წელს ცვლილებების გზით ზრდა შევძლოთ.

ეკონომიკური გაურკვევლობა მოითხოვს სტრატეგიულ ციფრულ ინვესტიციას

ინფლაცია და კრიზისული ეკონომიკური პირობები მთელ მსოფლიოში გამოწვევას უქმნის ბიზნესს. ეკონომიკის დაცემის ან გაუარესების პირობებში, ჩვეულებრივი სიბრძნე მოითხოვს ხარჯების შემცირებას, მათ შორის ტექნოლოგიაზე დახარჯვას. თუმცა Gartner-ის მონაცემები აჩვენებს, რომ IT ხარჯები 2023 წლისთვის 5%-ზე მეტით გაიზრდება. ტექნოლოგია ღრმად არის ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და დიდ როლს თამაშობს ეკონომიკურ ტურბულენტობაზე, პოტენციურ რეცესიასა და აღდგენაზე. 1990-იან წლებში, როდესაც IT დეპარტამენტი მკაცრად “back office” იყო, მისი ხარჯების შემცირება სირთულეს არ წარმოადგენდა. დღეს კი IT უზრუნველყოფს როგორც ეფექტურობას, ისე შემოსავალს და მისი შემცირება შეუძლებელია.

ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია მონაცემთა სწრაფი და ზუსტი ანალიზის უზრუნველსაყოფად, შეიძლება, ბიზნესს ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისებზე და ღრუბლოვან აპლიკაციებზე გადასვლამ კი, შესაძლოა, შეამციროს IT ხარჯები და გააუმჯობესოს ოპერაციული ეფექტურობა. ყველა ბიზნეს ფუნქციის ფარგლებში, განიხილეთ ტექნოლოგიის გამოყენება შემოსავლების ნაკადების გარდაქმნისთვის, ფულადი ნაკადების შესაცვლელად ან ახალი ღირებულების წინადადებების შესაქმნელად. სტრატეგიული დიგიტალიზაციის საშუალებით, მენეჯერებს შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ ბიზნესს ეკონომიკური კრიზისიდან უფრო ძლიერი, მეტად ეკონომიური და ინოვაციური გამოვიდესინოვაცია გაურკვეველ დროში: გაკვეთილები 2022 წლიდან.

შრომის ბაზრის მერყეობა ხელს უშლის ინოვაციას

ტექნიკური მენეჯერებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს შრომის ბაზრის ცვალებადობა. 2021 წლის შემდეგ, დაწყებული „დიდ პენსიაზე გასვლით“ და ციფრული გიგანტების მასობრივი დათხოვნით დამთავრებული, ტექნიკური სამუშაო ძალა მუდმივად იცვლება. თანამშრომლები აგრძელებენ თანამდებობების დატოვებას გადაწვისა და სამუშაოს დაბალი კმაყოფილების გამო. მენეჯერები იბრძვიან ძირითადი ტექნიკური ნიჭის დაქირავებისთვის, მაგრამ მაღალი ხელფასის მოთხოვნა კომპანიების ბიუჯეტზე მოქმედებს და ამან, შეიძლება, თანამდებობიდან გათავისუფლება გამოიწვიოს.

ცხადია, ასეთი მუდმივი განადგურება შეუთავსებელია ინოვაციასთან. Gartner-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის სამუშაო ძალის ცვალებადობა გამოიწვევს ორგანიზაციებში 40% მნიშვნელოვან ბიზნეს დანაკარგს გამოიწვევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიჭის შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც მოგების ზღვარი ან მომხმარებლის მოზიდვა.

ამასთან, მენეჯერები ტექნიკურ ოსტატობაზე ფოკუსირების ნაცვლად, საჭირო საბაზისო უნარების მქონე ადამიანებს ეძებენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნეს ოპერაციებით. თანამშრომლებს, რომლებიც რჩებიან ორგანიზაციაში ხუთი წლის განმავლობაში (ან მეტი) შეუძლიათ შექმნან ბევრად მეტი ბიზნეს ღირებულება, ვიდრე გახმაურებულმა „სუპერვარსკვლავებმა“ — საუბარია მათზე, ვინც კომპანიას რამდენიმე თვეში შეიცვლის. სწორი ადამიანების დაქირავება და შენარჩუნება ღირებულ ციკლს ქმნის.

მდგრადობა ტექნოლოგიის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს

COP27-ზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა: „ჩვენ კლიმატის ჯოჯოხეთისკენ მივდივართ“. ვინაიდან კლიმატის ცვლილების პოლიტიკური გადაწყვეტილებები გაურკვეველი რჩება, ტექნოლოგიების ინდუსტრია მთავარ როლს შეასრულებს გლობალური კლიმატის კრიზისის დაძლევაში.

IT-ს დიდი გავლენა აქვს ნახშირბადის ემისიებზე — ლეპტოპებით, მობილური ტელეფონებით და ბიზნესში გამოყენებული უამრავი სხვა მოწყობილობით. ტექნოლოგიები, როგორიცაა ღრუბლოვანი გამოთვლა და ხელოვნური ინტელექტი (AI) ენერგიის უზარმაზარ რაოდენობას მოიხმარს, რაც მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. Gartner პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის AI-ს იმაზე ენერგია დასჭირდება, ვიდრე ადამიანურ სამუშაო ძალას.

თუმცა, პარადოქსულად, სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენება გამოავლენს მდგრად ბიზნეს შესაძლებლობებს და საწარმოების ძალისხმევას მდგრადობის მიღწევაში დაეხმარება. IT წრიული ეკონომიკა იზრდება, რადგან აღმასრულებლები ინტერესდებიან კომპიუტერების, მობილური მოწყობილობების და სხვა ელექტრონული აღჭურვილობის შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების სფეროთი. გაჩნდა მდგრადი ხელოვნური ინტელექტის ტექნიკა, როგორიცაა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, ენერგოეფექტური კოდირება, გადაცემის სწავლა, მცირე მონაცემების ტექნიკა, ფედერირებული სწავლება და სხვა.

კიბერუსაფრთხოება უფრო რთული ხდება სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში

კიბერუსაფრთხოება ბიზნესის მთავარ პრიორიტეტად იქცა. Gartner-ის ბოლო გამოკითხვაში, საბჭოების 88%-მა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოებას ხედავს როგორც ბიზნეს რისკს და არა — ტექნოლოგიურს. შესაბამისად, უსაფრთხოება საწარმოს ღირებულების ჯაჭვის ნაწილია. თუმცა ის IT-ისთვისაც მთავარ პრობლემად რჩება.

მაშინაც კი, როდესაც ორგანიზაციები ზრდიან ხარჯებს და ფოკუსირდებიან კიბერუსაფრთხოებაზე, ბიზნესის სწრაფი ტემპი და ციფრული აჩქარება ნიშნავს, რომ შეცდომები მეტად ხშირი ხდება. თავდასხმის ზედაპირები ფართოვდება და საწარმოს წარმატებით დაცვა რთულდება. ორგანიზაციები კი არ არიან კარგად მომზადებულები ახალი ტექნოლოგიებით გამოწვეული რისკების მართვისთვის, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კიბერთავდამსხმელებიც ავითარებენ თავიანთ ტექნიკებს.

მთლიანობაში, კომპანიის დასაცავად, ბიზნესებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ კიბერუსაფრთხოების ხარჯებს.

ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირება გაამართლებს

ახალი ტექნოლოგიები ყოველთვის იწვევდა აჟიოტაჟს. გასული წლის განმავლობაში მეტავერსმა დაიკავა კვარცხლბეკზე ადგილი. თავის მხრივ, მედიის სპეკულაციამ კომპანიები საინტერესო ციფრული უტოპიის მოლოდინამდე მიყივანა, მაგრამ ჯერჯერობით მეტავერსი სრულად რეალიზებული სახით არ არსებობს.

Gartner-ის ბოლო გამოკითხვაში აღმასრულებელთა ნახევარზე მეტმა თქვა, რომ მეტავერსი სულაც არ იქნება საკვანძო ტექნოლოგია მათი ბიზნესის განვითარებისთვის. ამის პარალელურად, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტავერსის გარდა ისეთმა ტექნოლოგიებმა წამოიწია წინ, როგორებიცაა Web3, NFT, სუპერ აპლიკაციები, გენერაციული AI და მრავალი სხვა. ამ ყველაფრის სინთეზით კი მიმდინარე წელს კომპანიებმა აქტიურად გამოიყენეს  ვირტუალური რეალობის ჰედსეტები და ტაქტილური ხელთათმანები.

უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ახალი ტექნოლოგიური ტენდენციები და მოთხოვნები ჩნდება, ეს იწვევს უაზრო ინვესტიციებს, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს და იმედგაცრუებას ახალი ლანდშაფტის მიმართ. ახალი ტექნოლოგიები კრიტიკულია და მოითხოვს ყურადღებას და ინვესტიციას, მაგრამ მენეჯერები მომთმენები უნდა იყვნენ, რათა აჟიოტაჟის მსხვერპლნი არ გახდნენ.

 

წყარო: HBR



უბრალოდ სოციალური ქსელი თუ მეტი? – Facebook-ის წარმატების ისტორია

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია