ტექნოლოგიური განვითარების საუკუნემ ყოველი მხრიდან შეგვიქმნა კომფორტი იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ ინფორმაცია და თავი ვიგრძნოთ კომფორტულად და უსაფრთხოდ.
Samsung–ის ახალი გამოგონება, რომელიც მოტოციკლების საქარე მინაზე, მობილურში შემოსული ზარების, სმს–ების, მაილზე შემოსული შეტყობინებების და ა.შ. ავტომატურ ასახვას გულისხმობს, ამასთან, ნავიგაციის სისტემისა და მოტოციკლის სხვა მაჩვენებლებიც ისე ჩანს ეკრანზე, რომ ბაიკერს არ უწევს არც ხელის და არც მხედველობის მოცდენა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეთი გამოგონების აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც იტალიაში დააკვირდნენ მოტოშემთხვევების სტატისტიკას. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ბაიკერების 25% კატასტროფაში მობილურების გამო ხვდებიან.
ამ გამოგონების პროტოტიპი იტალიაში შექმნეს. Samsung–ის პარტნიორი Leo Burnett, მოტოკროსის ვარსკვლავი Edo Mossi და youtube-ს ადგილობრივმა ვარსკვლავმა Cane Secco–მ საერთო ძალებით შექმნეს “Smart Windshield”-ის პირველი ვერსია. თავის დროზე ეს გამოგონება დატესტეს Yamaha Tricity 125 ტრიციკლზე, სადაც აისახებოდა სმარტფონში შემოსული ყველა სახის შეტყობინებები.
გამოგონება მოსახერხებელია, რადგან Wi-Fi-ს მეშვეობით უკავშირდება მოტოციკლის ეკრანს, ყურადღებას არ ფანტავს და სმარტფონზე შემოსული ზარის შემთხვევაშიც კი ბაიკერს შეუძლია ავტომატური სმს–ის გაგზავნა “ვატარებ მოტოს , გადმოგირეკავ მოგვიანებით”, ისე რომ არ მოცდეს ტარებას.
დღეიდან ახალგაზრდა ბაიკერების უსაფრთხოებაზე Samsung –ის ახალი ტექნოლოგიები იზრუნებენ. ჩვენც თვალი ვადევნოთ, რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ მომავალში.
წყარო: adweek