FMG SOFT-ის მხარდაჭერით, ალდაგმა თანამედროვე CRM პლატფორმის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპის დანერგვა დაიწყო, რომელსაც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა ახალ დონეზე აჰყავს.
CRM (Customer Relationship Management) სისტემები თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით სადაზღვევო ინდუსტრიაში, სადაც მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება გადამწყვეტია. CRM პროცესების დანერგვა კომპანიაში საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს მომხმარებლის გამოცდილება, გაიზარდოს გაყიდვების ეფექტურობა და გაძლიერდეს საოპერაციო მოქნილობა.
ახალი CRM სისტემის ფარგლებში, ალდაგში უკვე დაინერგა:
– მონაცემების ცენტრალიზებული მართვა: CRM სისტემა საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია თავმოყრილი იყოს ერთ სივრცეში რაც გაყიდვების და მომსახურების გუნდებს ეხმარება უკეთ გაიგოს მომხმარებლის საჭიროებები და ეფექტურად გადაჭრას მათი მომართვები. ეს ხელს უწყობს მომსახურების პერსონალიზაციას და ეფექტურობის გაზრდას.
– გაყიდვების განახლებული პროცესი: სისტემა გაყიდვების გუნდებს ეხმარება და განსაზღვრავს, როგორ უნდა განვითარდეს გაყიდვების თითოეული ეტაპი, რაც პროცესს უფრო პროგნოზირებადსა და ეფექტურს ხდის. გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ინახება ერთ სივრცეში, რაც გუნდებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს და ხელს უშლის ინფორმაციის დაკარგვას.
ალდაგი CRM სისტემის დანერგვით კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას. ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს პროცესების ოპტიმიზაციას, ეფექტიანობის ზრდას და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას, რაც ორგანიზაციის წარმატებას განაპირობებს.
„CRM სისტემის დანერგვით, ალდაგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა მისთვის მხოლოდ პრინციპი კი არა, ყოველდღიური პრაქტიკაა – ციფრული ტრანსფორმაცია კი ამ გზაზე მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. CRM სისტემა არ არის მხოლოდ ტექნოლოგია, ეს არის ის საფუძველი, რითაც ვაწყობთ უფრო მარტივ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ურთიერთობას მომხმარებელთან“, – გიორგი ჟურავლიოვი, ალდაგის მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის, ეკოსისტემის მენეჯმენტის და მონაცემთა ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი.
პროექტს ახორციელებს FMG SOFT-ი, რომელიც საქართველოში ლიდერი კომპანიაა ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით. FMG SOFT მრავალწლიანი გამოცდილებით და ინოვაციური გადაწყვეტილებებით ეხმარება კომპანიებს დანერგონ მათზე მორგებული ციფრული გადაწყვეტილებები, რაც ხელს უწყობს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას, ეფექტურობის გაზრდას და კლიენტების მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
ამ ეტაპზე, სისტემა უკვე რეალურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ალდაგს წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს. კომპანია გეგმავს CRM სისტემის ფუნქციონალის გაფართოებას და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რათა მომხმარებლებს უფრო თანამედროვე და ეფექტური მომსახურება შეთავაზოს.
ამ პროექტით, ალდაგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია მისი განვითარების სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
#გაციფრულდი
[R]