in

ინოვაციებსა და გლობალურ თემებზე ორიენტირებული ბრენდები ყველაზე დიდ წარმატებას აღწევენ

2023 წლის FutureBrand Index-ის კვლევაში ბევრი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა, ერთ-ერთი კი გლობალურად წარმატებულ ბრენდებს ეხება, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციებს ანიჭებენ უპირატესობას. მონაცემების მიხედვით, ბრენდების მომავალი დამოკიდებულია მათ უნარზე, თავიდან აიცილონ „უმიზნობა“ — აქ იგულისხმება იმის არ და ვერ შესრულება, რასაც ლიდერები ქადაგებენ.

სიაში ყველაზე თვალსაჩინო ლიდერები — მათ შორის Microsoft, Tesla, Unilever, Nestlé და Amazon, ცნობილიები არიან მათი უნარით, დააკმაყოფილონ ადამიანის უფრო ფუნდამენტური საჭიროებები კლიმატის ცვლილების, საერთაშორისო კონფლიქტების, ინფლაციისა და გლობალურად მზარდი გაურკვევლობის ფონზე. „მაშინ, როცა ნდობის ნაკლებობა ნეგატიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, ბრენდებმა თავიანთი კორპორატიული მიზანი ხელშესახები, ყოველდღიური გამოცდილებით უნდა გამოკვებონ. თუ ამას გააკეთებენ, მათი შესაძლებლობები უსასრულო იქნება. ამისათვის კი აუცილებლად სწორი მარკეტინგი უნდა გამოიყენონ“, — განმარტავენ ექსპერტები.

ამასთანავე, ტექნიკური ბრენდები Apple და Samsung ადამიანების ყოველდღიური საჭიროებების აქტიურ გამზიარებლებს წარმოადგენენ. ეს იგრძნობა როგორც უშუალოდ მათ პროდუქციაში, ისე მარკეტინგულ კამპანიებსა და ზოგად თემებზე საუბარში. „ბრენდები არასოდეს ყოფილან ასეთი ხელშესახები. შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ, მიირთვათ და იმუშაოთ მათთვის და ყოველდღე შეიგრძნოთ. დიდი კომპანიები მიზნებზე დაფუძნებით უნდა მოქმედებდნენ, თუ რაღაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება სურთ ადამიანების ცხოვრებაში“.

გამოკითხვის ფარგლებშიც რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მომავალზე ორიენტირებულ ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც უკეთესი რეალობის შექმნაზე ზრუნავენ. მთლიანობაში, Apple, Google, Microsoft, Amazon და Coca-Cola ითვლებიან ყველაზე ღირებულ ბრენდებად თავიანთი მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიურობის, კუთვნილებისა და ხელმისაწვდომობის ძალისხმევის თვალსაზრისით.

NASA-ს ზონდმა მზის ამოფრქვევაში გაიფრინა და ვიდეო გადაიღო

ნავიგაცია კორპორაციულ და შემოქმედებით სამყაროებს შორის – მარკეტერის პოდკასტი