19
Nov
2018

ენგურის ხიდიდან 600 მეტრში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

19 Nov 2018

ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. ინოვაციების ცენტრი სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში მდებარე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, რომელიც „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა. სააგენტოს ცნობით, რუხის ინოვაციების ცენტრში სისტემატურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები და რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ.

ტექნოპარკის ინფორმაციით, რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ, აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები, საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ. ასევე, მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით. უახლოეს მომავალში, ინოვაციების ცენტრის გახსნა ახმეტაში იგეგმება.

განხილვა