in

როგორ იქმნება ინოვაციური აგროტექნიკა? – ინტერვიუ CLAAS-ის წარმომადგენელთან

თუ სოფლის მეურნეობას მისდევთ ან ამ დარგით დაინტერესებული ხართ, არაერთხელ გექნებათ გაგონილი აგროტექნიკის მწარმოებელი კომპანია CLAAS-ის სახელი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბრენდი, რომელსაც უკვე 110 წლიანი ისტორია აქვს, არაერთი ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ავტორია.

CLAAS გერმანული კომპანიაა, რომელიც 1913 წელს 4 ძმამ დააარსა. ის რამდენიმე ღირებულებას ეფუძნება, რომელთა შორისაც არის, ინოვაცია, ღიაობა ახალი იდეებისადმი და უწყვეტი განვითარება. ამ მიდგომამ აქცია ოჯახური კომპანია გლობალურ ბრენდად, რომლის ინოვაციურ ტექნიკასაც დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ და იყენებენ. საქართველოში CLAAS-ს უკვე 10 წელზე მეტია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ წარმოადგენს.

როგორ ახერხებს CLAAS შექმნას თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული აგროტექნიკა, როგორია მისი უახლესი მოდელები და რა როლს თამაშობს ინოვაციური გადაწყვეტები სოფლის მეურნეობის განვითარებაში? – ამ და სხვა კითხვებით CLAAS-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ექსპორტის მენეჯერს, ვლადისლავ სრიბნის მივმართეთ. 

როგორ ქმნის CLAAS ინოვაციურ აგროტექნიკას და როგორ ახერხებს ის მუდმივ თანხვედრაში იყოს თანამედროვეობასთან?

CLAAS-ის მთავარი ღირებულება სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვაა. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის, რაც უკვე შევქმენით და გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი იმისათვის, რომ წარმატებულ ბრენდად დავრჩეთ. სწორედ ამიტომ, CLAAS-ის სტრატეგია მუდმივად ახლდება მსოფლიო ბაზარზე არსებული ტრენდებისა და ტექნოლოგიური ტენდენციების ანალიზის საფუძველზე. კომპანიაში, ასევე, ხშირად იმართება დისკუსიები, რა დროსაც ჩვენ მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განიხილება. ამგვარად ვახერხებთ ვიყოთ განსხვავებული ჩვენი კონკურენტებისგან და შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ფერმერებს საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაეხმარება.

CLAAS-მა ზაფხულში მომხმარებლებს უახლესი მარცვლეულის კომბაინი EVION და ტრაქტორი XERION 12 წარუდგინა. გვითხარით უფრო მეტი მათზე, რით გამოირჩევა ისინი წინამორბედებისგან?

როგორც აღვნიშნეთ, CLAAS-ის მიზანია, მუდმივად გააუმჯობესოს არსებული პროდუქტები და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური გადაწყვეტა შესთავაზოს. ასე მივიღეთ, EVION და XERION 12, რომლებიც წინამორბედების გამოცდილებას ეფუძნება და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს ჩვენი ტექნიკის მახასიათებლები. ისინი მეტი სიმძლავრითა და გამძლეობით გამოირჩევა, აქვს გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა, მეტად დახვეწილი ფუნქციები და რეჟიმები. ამასთან ერთად, EVION და XERION 12 გაცილებით ეკონომიურია, მარტივია მოსავლელად და სამართავად. ამ ყველაფრის ერთიანობა კი ფერმერს არა მხოლოდ შრომის შემსუბუქებაში ეხმარება, არამედ ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების მიღებაშიც.

როგორია აგრომეურნეობის თანამედროვე მიდგომები და რატომაა მათი დანერგვა მნიშვნელოვანი?

Smart Farming  – ეს არის მიდგომა, რომელიც ფერმერს სხვადასხვა ოპერაციის სწორად შესრულებაში ეხმარება და ბევრი პროცესის ავტომატიზაციას ახდენს. საბოლოოდ კი, იზრდება შესასრულებელი სამუშაოების ხარისხი, ამასთან, მცირდება ბუნებრივი რესურსების მოხმარება და ჩვენი გავლენა გარემოზე. საბოლოოდ, სასიკეთო შედეგებს ვიღებთ ხანგრძლივ პერსპექტივაში. ვფიქრობ, მწარმოებლები „ჭკვიანი აგრომეურნეობის“ განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, თანამედროვე ფერმერი კი უნდა ადაპტირდეს ამ ახალ პრინციპებზე, თუკი სურს, მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი. მხოლოდ ასე შევძლებთ დღეს არსებული გლობალური გამოწვევების დაძლევას.

რას ფიქრობთ საქართველოს აგროპოტენციალზე?

საქართველოს აგრომეურნეობის, განსაკუთრებით კი, მევენახეობის მდიდარი ისტორია აქვს. ქართველი ფერმერები დღემდე ინარჩუნებენ ძალიან ღირებულ ძველ პრაქტიკებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, ეტაპობრივად ინერგება თანამედროვე მიდგომებიც, რაც აგრომემკვიდრეობასთან ერთად, მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის საქართველოში სოფლის მეურნეობის სწრაფი წინსვლისთვის.

[R]

ბავშვობაში დახატული მანქანის ესკიზიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე

როგორ მიმოვიხილოთ პროდუქტიულობის მოტივაცია, როცა ბიზნესი კრიზისშია