in

ინოვაციური კამერა ფრინველების გადასაღებად, რომელიც მათ საკვებითაც „უმასპინძლდება”

ფრინველებისთვის ფოტოების გადაღება რთული საქმეა, რადგან უნდა შეირჩეს სწორი დრო, კამერის ფოკუსირება და სხვა. Wasserstein Home-მმა ჭკვიანურ გადაწყვეტას მიაგნო და ამისთვის მაღალი გარჩევადობის ჭკვიანი კამერა დაიხმარა.

BOG
BOG

Wasserstein Bird Feeder Camera Case აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიასა და ძველ ჰობის, რომელსაც ჩიტების გადაღება ჰქვია. მისი გარე კამერა ნებისმიერ ამინდს უძლებს, იცავს შიდა კამერას ქარისგან, წვიმისა და სეტყვისგან. მის გარეთა ჩარჩოზე ყრია ჩიტის საკენკი, რომელიც იზიდავს ფრინველებს. ეს მოწყობილობა, ასევე, იცავს მას ქარისგან, წვიმისა და სეტყვისგან. მისი დამონტაჟება შესაძლებელია ხეებზე, ბოძებსა და ლითონის კედლის სამაგრებზე, რაც უზრუნველყოფს სასურველ გარემოსა და პეიზაჟებს. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ არის ეკონომიური საშუალება ფრინველებზე დაკვირვებისა და მათთვის კარგი კადრების გადასაღებად.

ეს ხელმისაწვდომი, გამძლე და მარტივი ინსტალაცია ახალი ხედვაა ციფრულ ტექნოლოგიებსა და ფოტოხელოვნებაში.

Meta რობოტ ხელს ქმნის, რომელიც შეხებას იგრძნობს

როგორი გემო აქვს მუსიკას? — God Save The Meal-ის ბარის ბრენდინგი