in

როგორ შევქმნათ ბრენდის შესაფერისი, ინოვაციური კონტენტი

ყველა მარკეტერის მისწრაფებაა, შექმნას ის დასამახსოვრებელი მომენტი, როდესაც ხალხს „აიძულებს”, ისაუბრონ და იფიქრონ მის ბრენდზე მას შემდეგ, როგორც კი გაიცნობენ მას. ისტორიას თუ გადავხედავთ, ასეთი სამახსოვრო მომენტები Super Bowl-მა მრავლად შექმნა – Apple-ის ხელმოწერით დაწყებული, Old Spice-ის The Man Your Man Could Smell Like-ით დამთავრებული.

როგორ შეუძლია თქვენს ბრენდს ინოვაციური კონტენტის შექმნით მოხიბლოს მომხმარებლები? Wieden+Kennedy-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი მარკუს კოლინზი ამბობს, რომ თქვენი ბრენდის კულტურული პერსპექტივები თქვენი შემოქმედებითი იდეების პროცესში უნდა ჩართოთ. 

ახალი იდეების გამოსაკვლევად კულტურული ობიექტივი გამოიყენეთ

იმისათვის, რომ ინოვაციურობას მიაღწიოთ, მხოლოდ იდეების გენერირება არ კმარა. თქვენ უნდა განავითაროთ სწორი იდეები, რომლებიც შეესაბამება თქვენი ბრენდის იდენტობას, განასხვავებს მას კონკურენტებისგან და რეზონანსს უწევენ თქვენს აუდიტორიას. თქვენ უნდა ააწყოთ თქვენი შემოქმედებითი ოპერაციები ორგანიზაციის კულტურული იდენტობის ირგვლივ და ეს ძალისხმევა უნდა დაიწყოს რწმენით, რომ ყველაფერი გამოვა.

უნდა დასვათ კითხვები: „რისი სჯერა თქვენს ბრენდს? როგორ ხედავს ის სამყაროს? რა არის მამოძრავებელი რწმენა, რომელიც გიბიძგებთ ცვლილებებისკენ?”. კულტურული განლაგება შეიძლება დაეხმაროს ლიდერებს თავიანთი გუნდის გაგებაში, აუდიტორიის შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში და იდეების პროცესისთვის ფოკუსირებული მიმართულების დამატებაში.

ამ პროცესის დასაწყებად კარგი საშუალებაა თქვენს მომხმარებლებთან საუბრების წარმართვა. ასევე, საჭიროა ამ საუბრებში გარე სტიმულების და მრავალფეროვანი პერსპექტივების ჩართვა. ეს ეხმარება გუნდს, რომ მათ მიერ გამოკვლეული გარემო ახალი იდეების წყაროდ იქცეს.

განაახლეთ „ინოვაციის” თქვენეული განმარტება

ორგანიზაციები ხშირად მოუწოდებენ მარკეტინგის ჯგუფს, გააძლიერონ თავიანთი ინოვაციური იდეები. ისინი ასევე ხშირად აიგივებენ ინოვაციას კრეატიულობასთან. იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ცნება დაკავშირებულია, ისინი არ არის სინონიმები.

ერთ-ერთი ბლოგერი, კარლა ჯონსონი ამ განსხვავებას ასე განმარტავს: 

„კრეატიულობა არის იდეა, შემოიტანო ახალი პერსპექტივა ყველაფერში და მიანიჭო მას დამატებითი ღირებულება. ინოვაცია არის ამ კრეატიულობის ღირებულებად გარდაქმნის პროცესი”.

განასხვავეთ „შესაძლებლობა” შესრულებისგან

ინოვაცია იწყება იდეებით. მაგრამ თქვენს გუნდს შეიძლება ათობით ნედლი იდეის გამომუშავება დასჭირდეს, სანამ მათ განვითარებას დაიწყებს. კონტენტის გუნდები ხშირად ეყრდნობიან ბრეინშტორმინგის პრაქტიკას, რათა ინოვაციური შესაძლებლობების სტაბილური ნაკადი  შექმნან. 

ზოგჯერ მიღებული იდეები იმეორებს უკვე გაკეთებულ პროექტებს, ან აღმოაჩენთ, რომ იდეები არარეალურია, ცუდად არის ორიენტირებული ან ძნელია მათი ეფექტურად შესრულება.

იფიქრეთ გამეორებაზე და არა გამოგონებაზე

რეალურად, კონტენტ გუნდს შეუძლია იდეების ისე გამეორება, რომ ისინი ახალ გამოგონილს ჰგავდეს. მაგალითად, Uber-მა არ გამოიგონა მძღოლის მოწონების იდეა – მან უბრალოდ პროცესი უფრო ეფექტური გახადა. Airbnb-მა არ გამოიგონა საცხოვრებლის მოკლე ვადით გაქირავება. მან თარგმნა მოდელი, რომელსაც იყენებდნენ სასტუმროები, ჰოსტელები და კერძო მესაკუთრეები. ამას არსებული მასალების მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან რაიმე ახლის შექმნას უწოდებენ. 

წარმატების მისაღწევად ჩართეთ „ოპერაციული ინოვაცია”

თქვენი კონტენტის გუნდის კრეატიულ იდეებს შეუძლია მომხმარებლებთან დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი კავშირის დამყარება. თუმცა კავშირის დამყარების შემდეგ, აუცილებელია ყურადღების გამახვილება და საწყისი კავშირების რამდენჯერმე შეხსენება. ამისთვის გამოგადგებათ მსგავსი შინაარსის გააქტიურება სხვადასხვა საშუალებით. 

ამ რჩევების გათვალისწინებით, შეძლებთ ინოვაციური ხედვის შექმნას, რომელიც თქვენს ორგანიზაციას წარმატების შემდეგ საფეხურზე აიყვანს.

„ავტო გალერი“ — ელექტრომობილების გაყიდვების ლიდერი ქართულ ბაზარზე

Pirveli.com – ახალი ციფრული რეალობა