in

“ინოვაციური პროექტები, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალებას მისცემს” – კომპანია FINA

„მაშინ, როდესაც Covid 19-ის პირობებში ბევრი კომპანია მოულოდნელად დადგა კრიზისის წინაშე, ზოგ მათგანს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩა და საქმიანობის დროებით, ან სამუდამოდ შეჩერება მოუწია. სწორედ ამ დროს ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმ ინოვაციურ პროექტებზე, რომელიც მსგავს ბიზნესებს „გადაარჩენდა“ და მომავალში იმავე საშიშროების წინაშე სხვა კომპანიებსაც არ დააყენებდა“ აცხადებენენ კომპანია FINA-ში.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია Miomedica, რომელზე მუშაობაც კრიზისამდე იყო დაწყებული, თუმცა არსებულ პირობებში გარკვეული პუნქტები გადაიხედა და უფრო მეტად მიესადაგა დღევანდელ რეალობას, უფრო ზუსტად კი, ეს არის სილამაზის სალონების, ესთეტიკის ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის პროგრამა, რომელიც ამ სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევთ აკონტროლონ ჩაწერები, ვიზიტორები, პროცედურები და ა.შ მოგეხსენებათ, რეგულაციების მიხედვით მსგავსი საქმიანობის კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება ჯავშნებით აწარმოონ წინასწარ ჩაწერა რათა ელექტრონულად მოახდინონ რიგების კონტროლი, Miomedica კომპანიებს საშუალებას აძლევს მოახდინონ მომხმარებლების დისტანცირება, ვიზიტების აღრიცხვა და ა.შ და ეს ყველაფერი შესაძლებელია გაკეთდეს ერთ გვერდზე, დისტანციურად.

“კიდევ ერთ პროექტს წარმოადგენს რესტორნებისთვის განკუთვნილი ელექტრონული მენიუ. ამ პროდუქტის იდეაც ისევ და ისევ მიმდინარე რეალობამ გვიკარნახა. მაშინ, როდესაც მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ კონტაქტი საგნებთან ელექტრონული მენიუ წარმოადგენს ყველაზე მოსახერხებელ და ჭკვიანურ გადაწყვეტილებას რესტორნებისა და კაფე-ბარების წარმომადგენლებისთვის.

და მესამე, ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე საამაყო პროდუქტია უკონტაქტო კომერცია NoCoCo (No Contact Commerce). სულ მალე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მინიმუმამდე დაიყვანონ მომხმარებლებთან კონტაქტი. უფრო ზუსტად, რას წარმოადგენს NoCoCo: მომხმარებელი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ირჩევს პროდუქციას, კონსულტანტი ამზადებს შეკვეთას და შეფუთულ პროდუქციას მომხმარებელი იღებს სპეციალური ტექნოლოგიური ყუთიდან, სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლებთან კონტაქტის გარეშე. ამ პროექტის ტესტირებაც ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე მალე დაიწყება”.

როგორც ხედავთ, FINA ძალიან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების მიმართულებით. სრულიად თავისუფალ პირობებშიც კი, ის პროექტები, რაზეც ამ პერიოდში კომპანია მუშაობს ბიზნესს დაეხმარება ხარჯებისა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვასა და საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებაში.

კომპანია FINA ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და 9 წლის მანძილზე კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი FINA-ს მთავარი ფასეულობებია. FINA-ს უკვე 3000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს, რომელსაც მუდმივად უწევს პროგრამული უზრუნველყოფის სახის მომსახურებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ ეს წელი მათთვის ყველაზე დატვირთულია, რადგან ერთდროულად ბევრ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობენ და სულ მალე ბიზნესს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებებს შესთავაზებენ“.

FINA-ს საქმიანობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.fina.ge, ან სოციალურ ქსელში www.facebook.com/fina.ge.

 

[R]

Apple-მა CarKey წარადგინა – ფუნქცია, რომლითაც მანქანას გასაღების გარეშე გააღებთ

„მაკდონალდს საქართველომ“ ქომფლაიენსის პროგრამის დანერგვაში საუკეთესო შედეგი აჩვენა