ზღვასა და ოკეანეში არსებული ნაგავი, როგორიცაა პლასტმასა, ქიმიკატები და წიაღისეული საწვავი, ნაპოვნია როგორც ოკეანის ზედაპირზე, ისე ფსკერზე. თავის მხრივ, ეს საფრთხეს უქმნის წყალქვეშა სამყაროს არსებების გადარჩენას – ხშირ შემთხვევაში მათ აღნიშნული მავნე ნივთიერებები საკვებში ერევათ და საბოლოოდ სიკვდილამდე მიდიან.
ამასთან, პლასტმასას დაბინძურების შემცირების კრეატიული გზები საკმაოდ მრავალფეროვანია – მათ შორისაა მცურავი დრონების კონცეფცია, რომელიც ზღვიდან და ოკეანიდან ნაგვის მოშორებაზე იზრუნებს. ბიოლოგი ნიკოლეტა ბელოუ, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, სახელწოდებით საზღვაო ნაგვის შემცირების ინოვაციური გზები, ამბობს: “უკვე დაბინძურებული გვაქვს ოკეანეები და მის აღსადგენად, რამე უნდა გავაკეთოთ. უნდა გავატაროთ ყველა ის ქმედება, რომელიც დაბინძურების შესამცირებლად საჭიროა”.
კვლევის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გატარებული ზოგიერთი გადაწყვეტილება მოიცავს ზღვის ნაგვის ურნებს, გიგანტური პლასტმასას შემგროვებელი ბარიერები და საზღვაო დრონი, რომელიც წყალში მიმოფანტულ ნაგავს აგროვებს. ამ ჩამონათვალს ემატება ახალი BeachBot – ეს არის მოწყობილობა, რომელიც სანაპიროებიდან ნაგავს იღებს, როგორიცაა სიგარეტის ნამწვავები და პლასტმასას ბოთლების თავსახურები.
“სასიამოვნო რობოტების ამ კუთხით გამოყენება, მაგრამ ეს პრობლემის სრულად მოგვარებას არ წარმოადგენს. ქცევა უნდა შეიცვალოს და ჩვენი მიზანია, ხალხსა და რობოტს შორის ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, რათა ეს უკანასკნელი უფრო ჭკვიანი გახდეს” – ამბობს მოწყობილობის ერთ-ერთი შემქმნელი ედვინ ბოსი.
საგულისხმოა, რომ ამგვარი მოწყობილობა არა მხოლოდ დაასუფთავებს გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და ადამიანთა ქმედებების გაუმჯობესებას. “ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რასაც ვხედავთ, რადგან გვაწუხებს ჩვენს თვალწინ არსებული გარემო. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი”.