in

რატომ უნდა გავაგრძელოთ ინოვაციურობა? — 3 მიზეზი

თუ ინოვატორობიდან ინოვატორებთან მუშაობისკენ გადაინაცვლეთ, ალბათ, დაგაინტერესებთ ტესა როუზის რჩევები, რომელიც მარკეტინგისა და AI-ის მიმართულებით მუშაობს და რომელსაც ანალოგიური გამოცდილება აქვს. ამჯერად კი განიხილავს, მიუხედავად ბაზარზე არსებული ცვლილებებისა თუ კრიზისისა, რატომ არის ინოვაციურობა ასე მნიშვნელოვანი. კონკრეტულად კი 3 მიზეზს გვაცნობს:

1. დიდი იდეები მაშინ მოდის, როცა ამოსუნთქვის საშუალება გეძლევათ

ყველამ კარგად ვიცით, რომ წარმატებულმა ხელმძღვანელებმა და ინოვატორებმა დრო გამონახეს ინოვაციებისთვის. საკუთარ თავს მისცეს სივრცე და დრო, რათა თავისუფლად და განსხვავებულად ეფიქრათ. ხოლო, როცა ბაზარი კლებას განიცდის, შეგიძლიათ ეს დრო თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგალითად, თუ ერთ მილიონს ჩადებთ მაშინ, როცა თქვენს გუნდს განვითარებაზე ფოკუსირებისთვის უფრო მეტი დრო აქვს, უკეთესი არ იქნება, ვიდრე იმავეს გაკეთება მაშინ, როცა ისინი ჩვეული საქმეებით იქნებიან დაკავებული?!

2. შესაძლოა, პროგრესის ნაკლებობა ზოგჯერ მდგრადობად შეინიღბოს 

ჩვენ გვინდა, მივაწოდოთ სათანადოდ, მაგრამ ხშირად აქ ძირითადი აქცენტი შედეგზეა. ამგვარად, ჩვენ ზედმეტად ფოკუსირებულნი ვხდებით მიწოდებაზე და გვაკლია პროგრესი, ინოვაციები, მოძრაობა…აი, მდგრადობა მხოლოდ პროდუქტის მიწოდება კი არ უნდა იყოს, არამედ ეს დროისა და ყურადღების სხვა საკითხებზე დათმობასაც ნიშნავს, თუნდაც ეს ინოვაცია იყოს.

3. ინოვაცია თქვენი კომპანიის ღირებულებებს უნდა ესადაგებოდეს

როცა სფეროში ლიდერი ხართ, არსებობს შესაძლებლობაც, ინოვაციების ჩვეულ ტემპს მიჰყვეთ, მიუხედავად შედეგისა. მაგალითისთვის ამაზონის მარცხის ფილოსოფია შეგვიძლია ავიღოთ. როუზის აზრით, ყველა კომპანიამ უნდა შექმნას სივრცე ზრდისა და განვითარებისთვის. ინოვაციებს არც რაღაც დიდ ხარჯად უნდა შევხედოთ, უბრალოდ იგი ჩვენს ღირებულებებს უნდა შევუსაბამოთ და მისგან სარგებელიც მივიღოთ… 

შესაძლოა, Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამისგან თავისუფალი რეჟიმი ამოქმედდეს

პრობლემები, რომლებიც ორგანიზაციულ ნდობაზე ცუდად მოქმედებს