in

ინფორმაცია მატერიის მეხუთე მდგომარეობაა — კვლევა

ალბათ, თითოეული თქვენგანი ნივთიერების მხოლოდ ოთხ აგრეგატულ მდგომარეობას იცნობს: თხევადი, მყარი, აირადი და პლაზმა. როგორც ჩანს, ეს სრული ჩამონათვალი არ არის — პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ექსპერიმენტი, რომელიც მატერიის მეხუთე მდგომარეობას ადასტურებს. პრესრელიზის თანახმად, ეს არის აღმოჩენა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ფიზიკის სფეროს…

M2
M2

ფიზიკოსმა დოქტორმა მელვინ ვოპსონმა, მკვლევარმა რომელიც ამ ახალ ექსპერიმენტშიც მონაწილეობდა, ადრე გამოაქვეყნა ნაშრომი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციას აქვს მასა. ამასთან, ყველა ელემენტარული ნაწილაკი ინახავს ინფორმაციას ადამიანის დნმ-ის მსგავსი გზით. ვოპსონი ამტკიცებდა, რომ ინფორმაცია სამყაროს ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკია და სწორედ მას შეუძლია სამყაროს ყველაზე იდუმალი ძალის, ბნელი მატერიის ახსნა… თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მოგვიწევს, სამყაროს ფორმირების კვლევა სულ სხვაგვარად დავიწყოთ.

ახალ კვლევას თუ დავეყრდნობით, ინფორმაცია, ანუ მატერიის მეხუთე მდგომარეობა, ერთმანეთთან აკავშირებს მყარ, თხევად, აირად და პლაზმურ მდგომარეობებს. ვოპსონი ამტკიცებს, რომ მატერიის მეხუთე მდგომარეობას გააჩნია ინფორმაციის ფორმა და  ექსპერიმენტს სამყაროს შესახებ ჩვენი გაგების შეცვლა შეუძლია. „ეს არ ეწინააღმდეგება კვანტურ მექანიკას, , ელექტროდინამიკას, თერმოდინამიკას ან კლასიკურ მექანიკას. უბრალოდ, ფიზიკის რაღაც ახალ და წარმოუდგენელ დამატებას წარმოადგენს“. 

ვოპსონის ექსპერიმენტი შეიმუშავეს ელემენტარული ნაწილაკებში ინფორმაციის აღმოსაჩენად და გასაზომად, ნაწილაკ-ანტინაწილაკების შეჯახების გამოყენებით. „ეს ინფორმაცია ელექტრონის მასაზე 22 მილიონჯერ მცირეა, მაგრამ ინფორმაციის შინაარსის გაზომვა მისი წაშლით შეგვიძლია. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მატერიას ანტიმატერიასთან აჯახებთ, ისინი ერთმანეთს ანადგურებენ. ნაწილაკიდან მიღებული ინფორმაცია კი სადმე უნდა წავიდეს“.

ეს განადგურების პროცესი დარჩენილ ნაწილაკთა მასას ენერგიად გარდაქმნის — ჩვეულებრივ, გამა ფოტონების სახით. ნებისმიერი ნაწილაკი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, გარდაიქმნება დაბალი ენერგიის ინფრაწითელ ფოტონებად. თავის ნაშრომში ვოპსონი პროგნოზირებს ინფრაწითელი ფოტონების ენერგიას ამ ინფორმაციის წაშლის შემდეგ. თუ ექსპერიმენტი ზუსტი აღმოჩნდა, მას შეუძლია აჩვენოს, რომ ინფორმაცია მართლაც სამყაროს ძირითად სამშენებლო ბლოკს წარმოადგენს.

საფრანგეთმა უკრაინელი ხელოვანებისთვის 1 მილიონი ევრო გამოყო

7 გზა „დედამიწის საათის” ნაყოფიერად გატარებისთვის