in

ინფრასტრუქტურის როლი კომპლექსის საინვესტიციო მიმზიდველობაში

უძრავი ქონების ინდუსტრია მუდმივად ზრდადი და განვითარებადია. შესაბამისად, საუკეთესო საინვესტიციო პროექტისა და ბიზნეს მოდელის წარსადგენად, დეველოპერული კომპანიები ინვესტორზე მორგებული, მულტიფუნქციური გარემოს შექმნაზეც ორიენტირდებიან.

დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი, მსგავსი ტიპის mixed-use პროექტებით იქმნება — ხოლო მაღალსტატუსური ინვესტორები პრემიალურ ინფრასტრუქტურაზე განსაკუთრებით აქცენტირებენ.

აქედან გამომდინარე, საინვესტიციო კომპლექსებში საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის გაერთიანება, ერთგვარ წარმატების გარანტად იქცევა დეველოპერებისთვისა და ინვესტორებისთვის.

მაღალსტატუსური გამოცდილება ინვესტორებისთვის

უმეტესწილად, პრემიუმ სეგმენტის კომპლექსი ინფრასტრუქტურის სახით რეკრეაციულ ზონებს, მრავალი ტიპის გასტრონომიულ, სარელაქსაციო, გასართობ და საღონისძიებო სივრცეებს აერთიანებს. 

ამგვარად, მულტიფუნქციურ გარემოში ინვესტორს შესაძლებლობა აქვს, აწარმოოს ჯანსაღი ცხოვრების სტილი, წარმართოს საქმიანი თუ სამუშაო პროცესები და ისარგებლოს უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით. 

საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო კომპლექსის საუკეთესო მახასიათებლების ერთიანობა მაღალსტატუსურ გამოცდილებას ქმნის ინვესტორისთვის; ხოლო მოთხოვნის დინამიკური მაჩვენებლით, მის საინვესტიციო მიმზიდველობასაც განაპირობებს.

4-სეზონური დატვირთულობა და მაღალი ROI

მულტიფუნქციურ პროექტში ინვესტირებით, მესაკუთრე ექსკლუზიურ წვდომას იღებს კომპლექსის სრულ ინფრასტრუქტურაზე, ბიზნეს ობიექტებზე, ველნეს ცენტრებსა თუ რეკრეაციაზე.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პროექტში საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის ინტეგრირებით, უზრუნველყოფილია მისი მუდმივი, 4-სეზონური დატვირთულობა, რითაც ინვესტორის მიერ შეძენილი აქტივის ღირებულება და უკუგების მაჩვენებელი ერთი ორად იზრდება.

ღირებულების ზრდის დინამიკა

როგორც აღვნიშნეთ, მსყიდველუნარიანი ინვესტორები უპირატესობას დივერსიფიცირებული ინფრასტრუქტურის მქონე საინვესტიციო პროექტებს ანიჭებენ.

ინფრასტრუქტურა კომპლექსის მოგების მნიშვნელოვან წილს აგენერირებს. რაც უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული ერთეულებია თავმოყრილი პროექტში, მით უფრო მზარდია უძრავი ქონების ღირებულება და მისი მიმზიდველობის მაჩვენებელი პოტენციური ინვესტორისთვის.

საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება

პრემიუმ კლასის კომპლექსები მასშტაბური კოლაბორაციებით იქმნება – საერთაშორისო სასტუმრო, სავაჭრო თუ ბიზნეს ორგანიზაციებთან პარტნიორობით, პროექტის სტუმრები თუ ინვესტორები გლობალური ბრენდის უმაღლესი სტანდარტითა და მომსახურებით სარგებლობენ.

ინვესტირება გლობალური თანამშრომლობებით შექმნილ პროექტში, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები, სასტუმრო ობიექტები, თუ კორპორაციებია წარმოდგენილი, წარმატებული ნაბიჯია პორტფელის დივერსიფიცირებისკენ.

საერთაშორისო ბრენდჰაუსთა სტატუსით, პრესტიჟითა და მასშტაბური ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ იზიდავს ახალ ინვესტორებს, არამედ ხელს უწყობს მათ გრძელვადიან კმაყოფილებას.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

სპორტულობისა და ელეგანტურობის სინთეზი — Foot Locker x Adidas

ნახეთ: მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი შემოქმედებითი ადამიანის შიშებზე