ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ბევრად მეტს ასწრებენ, არ აქვთ 25 საათი დღეში და არც წელიწადში 13 თვე გააჩნიათ. მათ, უბრალოდ, დროის სხვანაირად, უფრო ეფექტიანად გამოყენება ისწავლეს. ამიტომაც, ძალიან პროდუქტიული ადამიანების ჩვევებზე გადავწყვიტეთ მოგვეყოლა.
ისინი დღეს სწორად იწყებენ
დილის არასამუშაო საქმეებით დაწყება ბევრს არალოგიკურად ეჩვენებათ. თუმცა, სუპერპროდუქტიული ადამიანების შემთხვევაში, ეს ასე არ არის. ისინი ირწმუნებიან, რომ პროდუქტიულობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნალოვანია ადრე ადგომა, მედიტაცია, ფიზიკური ვარჯიში, დღიურის წერა, კითხვა და სწავლა. ისინი მიიჩნევენ, რომ დილის რუტინა სიმშვიდისა და პროდუქტიულობის გარანტიაა. და, თუკი, დილას ადრე ადგომა თქვენი სტილი არაა? არაუშავს, ჯერ კიდევ არის იმედი. ეს დასწავლადი ჩვევაა და დილის რუტინის შეყვარება ჯერ კიდევ შეგიძლიათ, თუკი გსურთ, რომ ენერგიულად დაიწყოთ დღე. რისი კეთება გიყვართ საღამოობით? რისთვის არ გყოფნით დრო, დღის ბოლოს, რასაც სიამოვნებით გააკეთებდით? ზოგისთვის ეს კითხვა ან იოგაა. ასე რომ, სწორედ ეს შეგიძლიათ ჩასვათ დილის საქმეებში, სანამ მუშაობას შეუდგებით. შეგიძლიათ, თავდაპირველად, ამ ყველაფერს მცირე დრო დაუთმოთ და ნელ-ნელა მიაჩვიოთ თავი.
აკონტროლებენ დროს
პროდუქტიული ადამიანები არ ფლანგავენ დროს და არც “კლავენ”. ისინი განსაზღვრავენ მას იმ ამოცანებისთვის, რაც აქვთ შესასრულებელი და თავიანთ პროდუქტიულობას სწორედ აქეთკენ მიმართავენ. სცადეთ და თვალი გადაავლეთ თქვენს გასულ თქვეს. რამდენჯერ “გაგექცათ” დრო და ვერ მოასწარით ის, რაც გსურდათ? როდესაც გასაკეთებელი საქმეების გეგმას ჩამოწერთ, გვერდით მიუწერეთ, რა დრო სჭირდება თითოეულ მათგანს. შემდეგ დააჯამეთ და ნახავთ, რომ რეალურად ამ საქმეებზე გაცილებით ნაკლები დრო შეგიძლიათ გეხარჯებოდეთ, ვიდრე ახლა. თითქოს მეტისმეტად მარტივი ხერხია, არა? მაგრამ მართლაც ეფექტურია.
აქვთ სარეზერვო დრო
პროდუქტიული ადამიანები მზად არიან მოულოდნელობებისთვის. ეს წინააღმდეგობრივად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. მათ, ვინც გაუთვალისწინებელ ამბებს ელის, მაინც არ იცის, სინამდვილეში, რა მოხდება. მას უბრალოდ, უნდა, რომ იყოს მომზადებული და ამისათვის ჰქონდეს დარეზერვებული დრო.
ცხოვრება გაუთვალისწინებელი სიტუაციებითაა სავსე. იშვიათად იცით, როდის შეიძლება მოულოდნელად დაგჭირდეთ “გადანახული” დრო. ეს ეხება როგორც მცირე რუტინებს, ისე დიდ საქმეებს. ზოგი საქმე უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, ან უფრო მეტ ძალისხმევას… თუკი განრიგს გადატვირთავთ, სტრესი ძალიან დაგამძიმებთ. ამიტომ, შეხვედრებს ან საქმეებს შორის ნახევარი საათი გამოითავისუფლეთ ხოლმე. დაგეგმეთ, მაგრამ ნუ ჩაერთვებით დაუსრულებელ დოღში. ასე შეიძლება გადაიწვათ.
ისინი უმკლავდებიან პროკრესტინაციას
პროდუქტიული ადამიანები საქმეს არ გადადებენ ხოლმე. ამის ნაცვლად, დაკავდებიან იმით, რაც მიღწევადია. ზოგჯერ, პროკრესტინაციას იმიტომ მივმართავთ, რომ ამოცანა მეტისმეტად დიდი გვეჩვენება. თუმცა, თუკი მას მცირე ნაბიჯებად დავყოფთ, გზას მარტივად დავინახავთ. პირველ რიგში სრული ინფორმაცია დაყავით ჩეკ-ლისტად. გამოყავით ამოცანების ის ნაწილი, რაც ამ მომენტში მიუღწევადია და ცოტა ხანს შეეშვით. შეარჩიეთ ამ მომენტისათვის ყველაზე ადვილი ამოცანა, რომელიც პრიორიტეტულ სიაშიცაა და სწორედ მისგან დაიწყეთ. თუკი პროექტი გრძელვადიანია, შეგიძლიათ, მაგალითად, ყოველდღე 1-2 საათი დაუთმოთ მხოლოდ და ამგვარად გახვიდეთ ფონს.
დელეგირების ჩვევა
პროდუქტიულ ადამიანებს არ ეშინიათ დელეგირების, აუთსორსინგისა თუ ავტომატიზების. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ქირაობენ ადმინისტრაციული ამოცანების შემსრულებელს. ასევე, ავტომატიზების საშუალებით იმარტივებენ მთელ რიგ ამოცანებს.
ისინი მუშაობენ ნაკლებს, უფრო მეტის მისაღწევად
თუკი გგონიათ, რომ შედეგის მისაღებად დღე და ღამე თეთრად უნდა გაათენოთ, ცდებით. პროდუქტიული ადამიანები უფრო ნაკლებს მუშაობენ და ახერხებენ უფრო მეტის მიღწევას, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უნდა გაიაზროთ, რომ გამუდმებულ სამუშაო რეჟიმში ყოფნა ბევრად ამცირებს თქვენს პროდუქტიულობას. ამასთან, თუკი თქვენი სამუშაო საათების რაოდენობას რეგულარულად ზრდით, ელოდეთ, რომ პროდუქტიულობა თანდათან ბევრად დაიკლებს და შემოქმედებითი აზროვნებაც მოსუსტდება. არ დაინანოთ დრო დასვენებისთვის და გონების განტვირთვისთვის. ეს საუცხოო დროა იდეებისთვის და საქმის გონებაში გენერირებისთვის.
წყარო: medium