Inside Out 2-ის თიზერიდან ირკვევა, რომ მაყურებლები გრძნობების ახალ თავგადასავალში მოხვდებიან. თანაც თუ პირველ სეზონში ყველაფერი გაცილებით შაბლონურად იყო, ახლა უამრავ ახალ, არასასიამოვნო ემოციას გადავაწყდებით — შეიძლება ითქვას, ანიმაცია ბოლო პერიოდში ყველაზე გავრცელებულ განცდებს თუ მენტალურ სირთულეებს ეხება. სავარაუდოდ, აქ პერსონაჟების სახით შევხვდებით შფოთვას, შურს, უხერხულობას, დაღლილობისა და მოწყენილობის სინთეზს (Ennui).
ერთ-ერთი პირველი სწორედ შფოთვა გამოჩნდება, როგორც ცელქი, ნარინჯისფერი ფიგურა, აბურდული თმებით და ქაოსური საუბრით. ბუნებრივია, ეს პერსონაჟი უკვე მიმების კრეატიულ წყაროდ იქცა… ადამიანები აშკარა კავშირს გრძნობენ მასთან და, ალბათ, სწორედ ამის მიხედვით შეიმუშავეს მისი ეფექტური სახეც.