Disney და Pixar ემოციების ანიმაციის პრემიერისთვის ემზადებიან — ამჯერად Inside Out 2-ის ბოლო თრეილერი გამოაქვეყნეს. წინამორბედების მსგავსად, ესეც ადასტურებს, რომ ანიმაცია ნამდვილი ემოციებისა და გრძნობების ატრაქციონი იქნება.
ორიგინალიდან თითქმის ათი წლის შემდეგ გამოშვებული Inside Out 2 ეფექტურად იზრდება თავის აუდიტორიასთან. ახალი პერსონაჟების დამატება კი გონივრული ნაბიჯია, იმ მაყურებლებისთვის, რომელთაც პირველი ვერსიაც ნანახი აქვთ — თავადაც ხომ მეტად ერკვევიან ზრდასრულობის უფრო რთულ ასპექტებში და სხვადასხვა ემოციაც მეტად ახლო ხდება მათთვის. ნოსტალგია კი შეიძლება იმათთვის განსაკუთრებით ნაცნობი აღმოჩნდეს, ვისაც ძალიან უყვარს მოგონებებით ცხოვრება…
აქ შევხვდებით შემდეგ პერსონაჟებს: სიხარული, სევდა, ბრაზი, ზიზღი, შიში, შფოთვა, აღელვება, ნოსტალგია, უხერხულობა და შური.