in

ეპისკოპოსი, მოსამართლე და შოტლანდიელი – “BBDO”-ს ახალ რეკლამაში

მელბურნში უკვე 30 წელია ყოველწლიური კომედიის ფესტივალი ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას კინოს, ტელევიზიის და თეატრის კომიკოსები იღებენ, რომლებიც დამოუკიდებელ სკეჩებს ამზადებენ.

წელს ფესტივალი 23 მარტიდან 17 აპრილამდე გაგრძელდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მელბურნის საერთაშორისო კომედიის ფესტივალმა სარეკლამორგოლი წარმოადგინა.

სარეკლამორგოლი “Inside the Joke” სააგენტო “BBDO Melbourne”-ს ეკუთვნის. სარეკლამორგოლის სიუჟეტის მიხედვით მოსამართლე, მღვდელი და შოტლანდიელი ბარში იკრიბებიან. რეკლამაში აბსურდული გარემოა შექმნილი. ბარი, რომელიც უცნაურ გარემოში დგას არც შესასვლელი აქვს და არც გამოსასვლელი და ოთხი უცნაური პერსონაჟი, რომელიც რატომღაც ამ უცნაურ ბართან შეიკრიბა.

Person – ქართული ბიზნესი, რომელიც სამოსს მხოლოდ ინტერნეტში ყიდის!

Must have აპლიკაციები სმარტფონისთვის