in

ინნა და საქართველო – ახალი ცხოვრების დაწყება

#InsidePMG

საქართველო? მწვანე მთის ფერდობები და ცხენოსნები ხანჯლებით. სულ ეს იყო, რამაც თავში გამიელვა საქართველოს გაგონებაზე, 3 წლის წინ, როდესაც მოლდოვაში ვცხოვრობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, მე არაფერი ვიცოდი ქვეყნის შესახებ.

-ინნა, ჩვენ გთავაზობთ სამუშაოს საქართველოში.

-ჰმმ, კარგი – თავი დავუქნიე, ზუსტად 2 წამი გავიფიქრე.

– სამუდამოდ უნდა გადავიდეთ იქ.

– აჰა, კარგი. ამჯერად 4 წამი გავიფიქრე.

ასე აღმოვჩნდი საქართველოში.

მაგრამ თუ სტატიას ელით კარიერის შესახებ, მაშინვე შეგიძლიათ დახუროთ ეს გვერდი. იმიტომ, რომ ჩემი ისტორია საერთოდ არ არის სამუშაოზე, არამედ – ადამიანზე.

როდესაც თბილისიდან შემომთავაზეს მუშაობა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვაში სიგარეტის პორტფელზე, როგორც უკვე მიხვდით, მე საერთოდ არაფერი ვიცოდი. ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ ახალი პოზიცია, არამედ თავიდან ბოლომდე სრულიად ახალი და სრულიად უცხო, ახალი ფურცლიდან დაწყებული ცხოვრება იყო.

ჩემი იოგის ხალიჩა და 10 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავალაგე (რომლებიც, სხვათა შორის, თბილისში არასდროს ჩამიცვამს) და საქართველოში საცხოვრებლად გადმოვედი.

მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, რომლებიც თავდაპირველად მოთმინებით პასუხობდნენ ჩემს უცნაურ კითხვებს; ან ეცინებოდათ, როდესაც ყოველ დილას ხაჭაპურით და კაპუჩინოებით ვიწყებდი . . . სხვათა შორის, ჩემთვის ეს საუზმე ისევ ერთ-ერთი უგემრიელესია.

და პირველი წელი არ არის, რაც მე იმ ადამიანთა სიაში ვარ, ვისაც საქართველო უყვარს. ადგილობრივ კოლეგებთან თანაბარი ვარ და როდესაც მივლინებებიდან ვბრუნდებოდი (მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ აქტუალური იყო ისინი), არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან მოვდიოდი: გერმანია, უკრაინა, მოლდოვა თუ პოლონეთი, მე სიხარულით ვბრუნდებოდი თბილისში.

თქვენ იცით, ყველას, ვინც ოდესღაც ჩამოვიდა ქვეყანაში, აქვს საკუთარი FAQ (ხშირად დასმული კითხვების) სია.

ჩემი პირადი ტოპ 3:

  1. რომელი ღვინო ჯობია – მოლდოვური თუ ქართული?
  2. უკვე ვიპოვე თუ არა ქართველი საქმრო?
  3. არ მეშინოდა მარტო უცხოეთში გადასვლა?

ცალკე დამსახურებული სტატია შეიძლება დაეთმოს ქართული ღვინისა და საქმროების საკითხს, ამის თქმა სრულებით შეიძლება.

მეშინოდა? დიახ, მაგრამ კარიერის განვითარების სურვილი, ახალი ჰორიზონტები და აღმოჩენები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე საკმაოდ კომფორტული და ცოტათი გლამურული კომფორტის ზონა.

ყველაზე საინტერესო რამ ცხოვრებაში, ისევე, როგორც თქვენი უდიდესი პროგრესი, იწყება ზუსტად მაშინ, როდესაც პირდაპირ შიშზე მიდიხართ. მთავარია ჩხუბში ჩავერთოთ და შედეგიც არ დაგვიანდება.

3 წელიწადში ერთხელ მაინც თუ მინანია, რომ საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად? არა. გავხდი თუ არა, როგორც ადამიანი, უფრო მდიდარი და ბრძენი საკუთარი გრძნობების შესაბამისად? პასუხი ნამდვილად დადებითია. ენობრივი ბარიერი, კულტურული განსხვავებები, სრული დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად ასტიმულირებს იმ უნარების განვითარებას, რომლებიც, როგორც ჩანს, ღრმად მძინარეა ჩვენში, როდესაც არ არის აუცილებელი და საჭირო მათი გამოყენება ჩვეული ცხოვრების განმავლობაში.

ახლა მე ვარ მთავარი მხარდამჭერი უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის, თუ ამის მცირედი შანსიც კი არსებობს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ შანსია, შეხვდეთ თქვენს ახალ მე-ს!

ერთხელ მე გამაკვირვა რეგიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებმა, რომ მსოფლიო PM-ით არ მთავრდება. მაშინ უცნაურად ჟღერდა, იმის გაგება, თუ რამდენად ფანატიკური და ერთგული ვართ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობაში. მაგრამ PM არის შანსი, ავირჩიოთ საკუთარი გზა, რომელიც ახალ და საინტერესო ჰორიზონტს გახსნის ჩვენთვის!

ინნა აბრამოვა – RRP Consumer Journey Executive, „ფილიპ მორის საქართველო“

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავსფილიპ მორის საქართველოსშეხედულებებს

 

[პარტნიორის კონტენტი]

ბრიტანულ-ქართული კოლაბორაცია! – “თელიანმა ველმა” ბრენდი “გლეხური” განაახლა

2020 წლის ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსის საუკეთესო ფოტოსურათები