in

გუშინ, დღეს და ხვალ…

 

#InsidePMG

ჩემდა საბედნიეროდ, საკმაოდ ადრეულ ასაკში გავიაზრე, პიროვნული განვითარებისათვის რამდენად მნიშვნელოვანია, იყო დამოუკიდებელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა სწორად  დაიწყო დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. გქონდეს საკუთარი საქმე, შემოსავალი, რათა სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლო, სხვისი დახმარების გარეშე.

ჩემი კარიერული საქმიანობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. არ იყო მარტივი სწავლისა და მუშაობის ერთმანეთთან შეწყობა. რასაც მოინდომებ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა, მაგრამ საკმაოდ რთულია, გვერდით მყოფი ადამიანების მხარდაჭერის გარეშე. გამიმართლა, რომ მე ეს მხარდაჭერა მქონდა და მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ჩემს გვერდით იყო მაშინ, როცა ცოტა დაბნეულმა, ცოტა შეშინებულმა და გამოუცდელმა შევაბიჯე  ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში, სადაც  შემდეგ, თითქმის, 6 წელი გავატარე. ერთი შეხედვით, თითქოს, დიდი დროა, მაგრამ ეს ექვსი წელი ისე გავიდა, ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამოიწვრთნა ჩემი ხასიათი, როგორ დამიგროვდა გამოცდილება, ვმართო პროცესები სტრესულ გარემოში და როგორ ვისწავლე სირთულეებთან გამკლავება. მომსახურების სფეროში სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობამ მომცა უზარმაზარი გამოცდილება, როგორც კარიერული, ისე პიროვნული თვალსაზრისით.  ნებისმიერი საქმე, გადაწყვეტილება და ქმედება უნდა იყოს თანხვედრაში საკუთარ ღირებულებებსა და ღირსებებთან, როცა ხვდები რომ შენ ეს შეძელი ამაყი ხარ !

შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი, ლოჯისტიკიდან თამბაქოს ინდუსტრიაში.

პირველი გასაუბრება „ფილის მორის საქართველოში“ იყო  ერთ-ერთი ყველაზე კარგი შთაბეჭდილება, ის უფრო დიდი ხნის უნახავ ნაცნობებთან შეხვედრას ჰგავდა. ჩემს წინ ისხდნენ ადამიანები, რომლებსაც ვუყვებოდი, როგორ გავატარე ბოლო რამოდენიმე წელი. გავიაზრე,  რომ აღარ ვიყავი ის გამოუცდელი და დაბნეული მესამე კურსის სტუდენტი.  შემდეგ იყო ტესტირება და ჩემი მღელვარება სიახლის მოლოდინში . . .

დღეს მე უკვე ამ ახალი თავგადასავლის ნაწილი ვარ. მოტივაციის პროცესი ნებისმიერი ადამიანისათვის საკმაოდ რთულია და ბევრ კომპონენტთან არის კავშირში. არაჩვეულებრივი გუნდი და კარგი სამუშაო გარემო კიდევ უფრო მეტად მეხმარება გავიზარდო, მივიღო ახალი გამოწვევები და შევმატო საკუთარ მეს თავდაჯერებულობა. აქ  ყველა დეპარტამენტის  და თითოეული თანამშრომლის საქმიანობა იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ შეუძლებელია, ორმაგი პასუხისმგებლობით არ მოეკიდო საქმეს. ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ „ფილიპ მორის საქართველომ“ მე ბევრი კარგი მეგობარი, ბევრი დადებითი ემოცია და ბევრი ხალისიანი დღე მაჩუქა.

მჯერა,რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება და ახლად წამოწყებულ ნებისმიერ საქმეში წინ ყველას ერთად დიდი წარმატება გველის.

ქეთი ცერცვაძე – Sales Assistant, „ფილიპ მორის საქართველო“

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავსფილიპ მორის საქართველოსშეხედულებებს

[პარტნიორის კონტენტი]

ბობ დილანმა საკუთარი სიმღერების სრული კატალოგი 300 მილიონ დოლარად გაყიდა

იაპონია, AI ტექნოლოგიის დახმარებით, შობადობის ზრდას გეგმავს