in

პროფესიული ზრდა და დივერსიფიკაციის შანსი

 

#InsidePMG

საკმაოდ ადრეული ასაკიდან მირთულდებოდა ერთი კონკრეტული ინტერესის არჩევა: ველური ბუნების დაცვის სპეციალისტიდან – ილუსტრატორობამდე და ბევრი კრიტიკის მიუხედავად, ეს ყოველთვის დადებითად მიმაჩნდა. სწავლა სოციალური მეცნიერების განხრით დავიწყე და ფსიქოლოგიით გავაგრძელე. გულახდილად რომ ვთქვა, მეგონა, ამ განხრით შეძენილი ცოდნა საკუთრი თავის და ინტერესების უკეთ პოვნაში დამეხმარებოდა (boy I was wrong..).

16 წლიდან freelance-რად სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობდი. ჩემი საქმიანობა, ძირითადად, საერთაშორისო პროექტების და სემინარების სინქრონულ და თანმიმდევრულ თარგმანს უკავშირდებოდა. ამიტომაც ხშირად მიწევდა არასტანდარტული გრაფიკით და ხშირად, ლოკაციის შეცვლით მუშაობაც. სწავლის პერიოდში დავიწყე კვლევებზე მუშაობა და ასევე სხვადასხვა თემატიკაზე კონტენტის შემუშავება. ბოლო 3 წლის განმავლობაში უცხოური კომპანიის მომხმარებელზე ზრუნვის ოპერატორად ვმუშაობდი. ყოველთვის ვთანხმდებოდი შანსზე, სადაც არსებული ცოდნის გამოყენება და ახლის შეძენის შესაძლებლობა მექნებოდა.

ჩემი თავგადასავალი „ფილიპ მორისში“ შარშან ზაფხულს დაიწყო, სტაჟირების პროექტი შემთხვევით ვნახე და იმ დროისთვის კომპანიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ცოტა მეშინოდა კიდეც, ახლის და უცნობის შიშის გადალახვა ჩვენი განვითარებისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯია. ვნერვიულობდი იმაზეც, შერჩევის ეტაპები წარუმატებლად რომ გამევლო, თუმცა ისიც მაღელვებდა, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში მომიწევდა სრულიად ახალ გარემოსთან შეჩვევა, ცხოვრების სტილის სრულიად შეცვლა და არაჩვეულებრივ გუნდთან დამშვიდობება, რომელთან ერთადაც ბოლო რამდენიმე წელი გავატარე.

ახლაც კი მახსოვს ტესტირების და შერჩევის პროცესი, ის მღელვარება, რაც ოფისში მისვლას და გასაუბრებებს თან ახლდა, გზად მაისურზე გადასხმული ყავა და ოფისის ვერმიგნება. ასევე არ დამავიწყდება ჩემს მიერ გაცემული პასუხი, რომელმაც მეც თვალი ამიხილა საკუთარ მისწრაფებებზე.

  • „მინდა, რომ ჩემი ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებული იყოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებასთან, მინდა, რომ დიდი ცვლილებების ნაწილი ვიყო“. 

შარშანდელი ზაფხულიდან დღემდე, „ფილიპ მორისში“ თავი რამდენიმე პოზიციაზე გამოვცადე, ჩემი სტაჟირება მარკეტინგის და კომერციული გეგმარების დეპარტამენტებში დაიწყო და თრეიდ მარკეტინგის დეპარტამენტში გაგრძელდა. უამრავი პროცედურა და ნიუანსი იყო რომელთანაც ადრე შეხება არ მქონია, სხვადასხვა საბეჭდი მასალების და მათ შორის განსხვავებების ცოდნა,  პროექტის ბიუჯეტის შექმნა, დიზაინერთან მუშაობა, ბრიფის ჩატარება… არაჩვეულებრივი მენტორების და ხელთ არსებული სასწავლო მასალების მეშვეობით მალევე დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა და შევუდექი საქმიანობას. ყოველ დღე ახალ რაღაცას ვსწავლობდი, ხანდახან ვუშვებდი შეცდომებს ვიძიებდი მათი გამოსწორების გზებს, ყველანაირ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებდი.

მნიშვნელობა არ აქვს რომელ დეპარტამენტში მუშაობ, ჩვენთან სხვადასხვა დეპარტამენტების საქმიანობა ყოველთვის იკვეთება, რაც ჩვენი კოლეგების და მათი საქმიანობის უკეთ გაცნობის კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევს.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ აპლიკაცია მომხმარებელზე ზრუნვის გუნდის წევრობაზე გავაგზავნე, სიხარულისგან სიტყვები არ მყოფნიდა, როდესაც დადებითი პასუხის შესახებ შემატყობინეს, იმ დღიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.

ახალ და ნაცნობ გუნდელებთან ერთად მუშაობა და საერთო გამოწვევების გადალახვა, მომხმარებელზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და გზაა ჩვენი ღირებულებების გადმოსაცემად.

როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობ და ამ საკითხში, გარკვეულწილად, არ ვარ დარწმუნებული, საკუთარ თავს ყოველთვის ვეკითხები: თუ მომხმარებელი აქ იქნებოდა, რას იტყოდა იგი? რაც უფრო მეტი ურთიერთობა გექნებათ მომხმარებლებთან, მით უფრო ნათელი ხდება ყველაფერი და ადვილია იმის დადგენა, თუ რას უნდა ვაკეთებდეთ.

ნუცა ბენიძე – Customer Care Executive, „ფილიპ მორის საქართველო“ 

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს. 

[პარტნიორის კონტენტი]

საშინლად უხერხული შობა, ანუ გულწრფელობა შეუფერებელ დროს

მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ფლაგმანი მაღაზიები (Flagship space) და მსგავსი ტიპის პირველი სივრცე საქართველოში