in

პირველი ნაბიჯები პროფესიულ გზაზე

 

BOG
BOG

#InsidePMG

„ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი თავის აღმოჩენის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

2020 წლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ და სტაჟირების პროგრამის შესახებ გვესაუბრებიან:

„როგორც თევზი წყალში“

„იმისდა მიუხედავად, რომ შესარჩევი ტური და გასაუბრებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა გადაჭარბებული აპლიკაციების გამო, არცერთ ნერვიულობაში გატარებულ წუთს არ ვნანობ, პირიქით ვამაყობ, რომ საუკეთესოთა შორის მოვხვდი.

ახლა მე ვარ არაჩვეულებრივი, მომხმარებელთა ზრუნვის გუნდის წევრი. ჩვენი გუნდი დიდი არ არის თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგადად, „ფილიპ მორისში“ ყველა გუნდის საქმიანობა იკვეთება და ჯაჭვურადაა აწყობილი. ამიტომ, აქ გუნდურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. „ფილიპ მორისმა“ ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა მინდა აღვნიშნო, მოლოდინები არც ისე დაბალი მქონდა. ალბათ, ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ პერიოდში შევუერთდი „ფილიპ მორის საქართველოს“ გუნდს და ჩემი მცირეოდენი წვლილი შევიტანე უკვამლო მომავლის დანერგვაში. მიხარია, რომ კომპანიის ფორმირება ჩემს თვალწინ ხდება და დიდი იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრი საერთო მიღწევებით ვიამაყებთ”, – ელენე კობაიძე.

„სტუდენტობა სრულიად სხვა ფაკულტეტზე დავიწყე, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ჩემი ინტერესის სფეროს მხოლოდ ფინანსები წარმოადგენდა. მიმართულების გამოცვლის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი მომავალ კარიერულ ნაბიჯებზე და იმაზე, თუ სად მოვახერხებდი შემდგომ განვითარებას. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც „ფილიპ მორისში“ სტაჟირების შესახებ ვნახე ვაკანსია და დაუყოვნებლივ გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი. ხანგრძლივი გასაუბრებების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, ახალი და საინტერესო, გამოწვევებით სავსე ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. კარიერის საწყის ეტაპზე, „ფილიპ მორისის“ მსგავს კომპანიაში სტაჟირების დაწყება ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა, რომლისგანაც უდიდეს გამოცდილებას ვიღებ. ჩემი მენტორი იმდენად დიდ შრომას დებს ჩემს განვითარებაში, რომ ძნელია მასზე შეყვარებული არ იყო და მისაბაძ პიროვნებად არ მიგაჩნდეს. თვითონ გარემო კი, რომელსაც კომპანია გვიქმნის, ძალიან ჰარმონიულია და მაქსიმალურად მეხმარება ბევრი სიახლის ათვისებაში“, – ნინო ახმეტელი.

„მე არ ვმუშაობ „ფილიპ მორისში“ . . .

მე არასოდეს ვიმუშავებ „ფილიპ მორისში“ . . .

შეიძლება, ეს რადიკალურად და დეპრესიულად ჟღერდეს, მაგრამ მომისმინეთ. ბევრ მწერალს უხსენებია ასეთი ფრაზა: თუ გიყვარს რასაც აკეთებ, ცხოვრებაში აღარასოდეს მოგიწევს მუშაობა. სწორედ ამას ვაკეთებ მეც: ჩემთვის პროექტებზე, დავალებებსა და მიზნებზე დახარჯული ყოველი დღე, საათი და წუთი სიამოვნებაზე დახარჯული დროა. ეს არ არის შემთხვევითი. ეს წარმოუდგენელი გარემო სწორედ ჩემნაირი ადამიანების მიერაა აშენებული წლების განმავლობაში. ეს იმ ხალხის მიერაა აშენებული, რომელიც არ მუშაობს „ფილიპ მორისში“. ეს იმ ხალხის მიერაა აშენებული, რომელსაც „ფილიპ მორისში“ არასოდეს უმუშავია”, – ლუკა ფოცხიშვილი.

„უამრავმა პირადმა თუ კარიერულმა გამოცდილებამ მაჩვენა, თუ როგორი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა თავის დამკვიდრება ახალ გარემოში და თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ის ჩვენი, ადამიანების ცხოვრებაში. „ფილიპ მორისში” მუშაობის დაწყება ჩემთვის წიგნის ახალი თავივით იყო, რომელზეც ჯერაც ვმუშაობ. ეს პროცესი კი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოწვევაა ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს შორის – წარადგინო შენი თავის საუკეთესო ვარიანტი შენთვის უცხო გარემოში. რადგანაც იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ ცხოვრების საკვები წარმატებაზე მეტად მისკენ მიმავალი რთული გზაა, ამიტომაც ამ გადმოსახედიდან უკვე მიმაჩნია, რომ „ფილიპ მორისთან” თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია ჩემი განვითარების ისტორიაში“, – ლუკა ჯალალიშვილი.

„როდესაც ინტერნეტში „ფილიპ მორისის“ ვაკანსია აღმოვაჩინე, გადავწყვიტე, გამომეცადა თავი. ჯერ კიდევ კანდიდატთა გადარჩევის პროცესში აღმოვაჩინე, თუ რამდენად განსხვავდებოდა ის სხვა კომპანიების პროცედურებისგან, რამაც ჩემში დიდი ინტერესი აღძრა. ყოველი შემდეგი ეტაპი უფრო და უფრო გამომწვევი იყო, ყოველ ჯერზე ვნერვიულობდი და მოუთმენლად ველოდი პასუხს და აი ის მომენტიც – სტაჟიორების რიცხვში მოვხვდი.

ოფისში მოსვლისთანავე აღვფრთოვანდი შესანიშნავი ინტერიერითა და მეგობრული კოლექტივით. მოღვაწეობა დავიწყე ფინანსურ დეპარტამენტში და მალევე ჩამრთეს პროექტში. გამოწვევა მივიღე და შევუდექი ყველაფრის შესწავლას. მიუხედავად დაბრკოლებებისა, არ ვჩერდებოდი და კვლავაც განვაგრძობ გზას. სამწუხაროდ, კორონას გამო ვერ მოვახერხე „ფილიპ მორისის“ ცხოვრების რიტმის ბოლომდე გაზიარება, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ფაქტორია. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრის საინტერესო აღმოჩენა მელის”, – კოტე აბაშიძე.

„ჩემთვის „ფილიპ მორისი“ 3 თვის წინ ჯერ კიდევ  მხოლოდ თამბაქოს საერთაშორისო კომპანიას წარმოადგენდა, თუმცა მას შემდეგ რაც ამ კომპანიის გუნდს შემოვუერთდი, მივხვდი, რომ ეს გაცილებით უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ კომპანია. ესაა ოჯახი, რომლის წევრებსაც ერთმანეთის წარმატება და წარუმატებლობა ისე უხარიათ და წყინთ, როგორც საკუთარის. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი არის გუნდის აბსოლუტურად ყველა წევრის დაუზარელი შრომის შედეგი, რომელიც კომპანიის მხრიდან აუცილებლად ფასდება. ახლა „ფილიპ მორისი“ ჩემთვის ასოცირდება უსაზღვრო შესაძლებლობებთან და საკუთარი თავის პოვნასთან. მთავარია მოინდომო, საკუთარი მაქსიმუმი გააკეთო და ნახავ, თუ როგორი გლობალური შედეგი ექნება შენს ყველაზე მცირედ წვლილსაც კი მასშტაბური საქმის განხორციელებაში“, – ქრისტინა ხოდონაშვილი.

„ბაზარზე, ადამიანს ღირებულს არა მისი კონცენტრირებული სპეციალიზაცია ხდის – არამედ იმ უნარების უნიკალური კომბინაცია, რომელიც გააჩნია” – ძალიან ძლიერ რეზონაციას ვგრძნობ ამ ფრაზასთან. როგორც ფრილანსერს, მიმუშავია არაერთი განხრით: კოპირაიტერი, „ივენთ“ მენეჯერი, მარკეტერი, მკვლევარი, „პროჯექთ“ მენეჯერი SEO ოპტიმაიზერი, 3D მოდელერი. ამის გარდა, პროფესიონალ მიმტანად, სუ-შეფად, სამოქალაქო და სამხედრო თარჯიმნად – ვერცერთ გამოცდილებაზე ვერ ვიტყვი, რომ უფრო მეტი რამ შემძინა – ვიდრე სხვამ. ძალიან საინტერესოა, თითქოს, სრულიად განსხვავებულ  სფეროებს შორის უნარების ტრანსფერი როგორ ხდება – და ბოლოს როგორ „იკრიბება“ რომ მოგცეს ის შენ, რომელიც ბაზრისთვის (იმედია) მოთხოვნადი ხდება. ფრილანსერობა ჩემი პროექტების მასშტაბებს ყოველთვის ზღუდავდა, ხოლო ახლა საშუალება მაქვს დავინახო – თუ რამდენად ღირებულია მსგავსი „უნიკალური უნარების ნაკრები“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდ კორპორაციის ოჯახში“, – მაქს მღვდლიაშვილი.

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები  ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს. 

[პარტნიორის კონტენტი]

ვირუსის გავრცელების ერთით ნაკლები მიზეზი – იყავი „დაირექთი“!

REDMED COVID-19-ის მართვის ონლაინ პროგრამას იწყებს