in

Don’t stop until you are proud

#InsidePMG

BOG
BOG

ჩემი პირველი ოფიციალური სამსახურის შემდეგ, სამსახური ყოველთვის ასოცირდებოდა კომფორტულ სამუშაო გარემოსთან. რაც მდგომარეობდა იმაში, რომ თუნდაც, სტრესული საქმის მიუხედავად, ისეთი გარემოცვა გყოლოდა, რომელიც გაგაბედნიერებდა და გაანეიტრალებდა საქმის სირთულეს. ზუსტად ამ კრიტერიუმით ვარჩევდი მას შემდეგ კომპანიებს, სადაც ვიმუშავებდი. იყო ბევრი სხვადასხვა თავგადასავალი რამოდენიმე ქართულ თუ უცხოურ კომპანიაში.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიის დატოვებისას ვფიქრობდი, რომ ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ახალი, უფრო კარგი სამსახურის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო გამოცდილებაც მქონდა ძალიან კარგ კომპანიებში მუშაობის და სწავლის. ძიების პროცესში რამოდენიმე პოზიცია გამოვიცვალე, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და დავიმეგობრე, თუმცა ჩემი ადგილი საბოლოოდ იქ ვერ ვიპოვე. ვიცოდი, რომ რაღაც ბევრად უკეთესი მელოდა წინ და მეც არ შემიწყვეტია ძებნა. გამონათქვამი „ვინც ეძებს, ის პოულობს“, მართალი აღმოჩნდა ჩემ შემთხვევაში.

ვიპოვე ისეთი ადგილი, სადაც ალბათ ერთხელ მაინც ყველას უოცნებია მუშაობა. დაახლოებით ისეთი, ფილმებში რომ შეგვხვედრია ღია სამუშაო სივრცეები ბევრი სიმწვანით, სხვადასხვა ფერებით, ულამაზესი ხედებით, ინტერიერით და ძალიან მხიარული, მომღიმარსახიანი თანამშრომლებით. მახსოვს პირველი გასაუბრების დაწყებამდე რომ ვფიქრობდი, ასეთ ადგილას თუ ვიმუშავებდი, მეც სულ ღიმილიანი ვივლიდი სამსახურში.

დეტალურ კადრებად მაქვს გონებაში გასაუბრების ყველა ეტაპი და ბოლოს შეთავაზება როცა მივიღე, მახსოვს ბედნიერებისგან საკუთარი გულის ცემა როგორ მესმოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ აქ მინდოდა მუშაობა და მეც ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი.

დავთანხმდი და არცერთი წუთით არ მინანია, რადგან ეს არის ადგილი, სადაც არავინ გსტრესავს. მეგობრული გარემო და დამოკიდებულება კი პირიქით, ძალიან გეხმარება იყო მეტად პროდუქტიული. აქ შენი წარმატება მთლიანი გუნდის წარმატების ტოლფასია და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გმატებს რომ შექმნა შენი თავის უკეთესი ვერსია.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემ სამუშაოს, უკვე ბევრი წელია, რაც ხალხთან ვურთიერთობ და ძალიან მომწონს ეს პროცესი. როდესაც მეკითხებიან, თუ რა არის ამაში კარგი, ვპასუხობ, რომ თითოეული ახალი ადამიანი ჩემთვის არის ახალი გამოცდილება, ემოცია და განვითარების პატარა საფეხური.

„ფილიპ მორისშიც“ ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვარ ბექ ოფისის ბიზნეს მხარდაჭერის სპეციალისტი და ყოველდღიურად მიწევს სრულიად უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, რაც ერთის მხრივ შეიძლება დამღლელიც იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ამ პროცესში და ეს ძალიან მომწონს.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის. შეიძლება, მარტივად არა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიაღწევთ სასურველს, თუ არ დანებდებით და თქვენს საქმეს ბოლომდე გულდასმით გააკეთებთ.

მადლობა, რომ ვარ „ფილიპ მორისის“ ოჯახის წევრი!

სოფიო ვარამაშვილი – Business Support Service Center Specialist, „ფილიპ მორის საქართველო“ 

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავსფილიპ მორის საქართველოსშეხედულებებს

 

[პარტნიორის კონტენტი]

თამაშების დაჯილდოება 2020: გამარჯვებულების სრული სია

ადამიანის მიერ წარმოებული პროდუქტი ყოველ 20 წელიწადში ორმაგდება