#InsidePMG
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გადავწყვიტე, ძირითადი მიმართულების პარალელურად, ხელოვნების საგნები ამერჩია და დამატებით კურსად გამევლო. ახლაც მახსოვს, როგორ გვასწავლიდა ფერწერის ლექტორი სასურველი ფერთა გამის მიღების ტექნიკებსა და სამყაროს ჩვენივე ინდივიდუალური აღქმის ტილოზე გადმოტანას.
ღია და მუქი ფერების კომბინაციით ნებისმიერი ფერის მიღება არის შესაძლებელი. ჰოდა, ჩემს ცხოვრებასაც ზუსტად ასე ვაფერადებ, ფერადი პალიტრით.
ხატვის ტექნიკებს ცხოვრებაში ვიყენებ. ვიზიდავ იმ ენერგიას, რომელიც მიზიდავს და მომწონს, როცა მას ისე ვაფერადებ, როგორც ჩემს სამყაროს უხდება. ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიურად შევხედო ყველაფერს, რადგან თითოეული მოვლენა, სიტუაცია თუ გარემო ჩვენს პიროვნულ განვითარებას განაპირობებს. ნებისმიერი გამოწვევა კი ახალი გამოცდილებაა.
ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად და აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. პირველივე კურსიდან დავიწყე სამსახური. ვიმუშავე ბევრ სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო სტრუქტურაში, თუმცა, 2018 წლის 1 ნოემბერს შევაღე ჩემთვის ახალი, თუმცა ყველასათვის სასურველი საერთაშორისო კომპანიის კარი, სადაც ჩემი ახლანდელი ხელმძღვანელის, მაგდა აბლოთიას რეკომენდაციით მოხვდი, რისთვისაც მას მინდა მადლობა გადავუხადო.
გასაუბრებები მეგობრულ გარემოში ტარდებოდა. იმ უცხო არქიტექტურული კონსტრუქციით აგებულ შენობაში, რომელიც დახვეწილი და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. თუმცა იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ ეს გასაუბრებისთვის არასტანდარტული ადგილი იყო, ე.წ „კუბიკი“, ახლა რომ ვუკვირდები, ესეც ნიშანი იყო, განსხვავებულობის ნიშანი.
პირველი სამუშაო დილა მუდამ თბილ მოგონებად მახსენდება. ეს იყო დღე, როდესაც გავიცანი ჩემი თანამშრომლები – ჩემი ახალი ოჯახის წევრები.
ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი შემთხვევითი შემთხვევითი არ არის, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ახალი იდეების გაზიარება და ვფიქრობ, რომ ყოველი ახალი დღე რაღაც სიახლის საწყისია.
ამ სიახლეებისკენ სწრაფვის შედეგად, ზუსტად 1 წლის წინ, მონაწილეობა მივიღე „ფილიპ მორისის“ პროექტში და TeamActivator-ის გუნდის წევრი გავხდი, რომელიც სხვადასხვა პროექტების, ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზებას ახორციელებს. ამ პროექტმა სრულიად ორიენტირებული გაგვხადა თანამშრომლებზე, გვასწავლა გუნდური მუშაობის პრინციპები, თანადგომა, მზრუნველობა, ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება და ბევრი ისეთი უნარი განვავითარეთ, რაც არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანური ურთიერთობებშიც გვეხმარება.
როდესაც „ფილიპ მორის საქართველოში“ ჩემს მოგზაურობაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, დებს რესურს, გვაძლევს განვითარების საშუალებას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას და გვარწმუნებს, რომ ჩვენ ვართ – თავის-უფალ(ნ)ი.
განვმეორდები და ვიტყვი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, არც ის რომ მე ამ გუნდის წევრი ვარ. ეს არის ჩემი ცხოვრებისეული ტრანსფორმაცია. „ფილიპ მორისი“ არის სივრცე, სადაც ყველას შეუძლია კარიერული განვითარება, საკუთარი სცენარის დაწერა, სადაც ყველა მოქმედი გმირია და ინდივიდუალური როლი აქვს. აქ შესაძლებელია იმ დადებითი და პოზიტიური შედეგების მიღება, რომელიც ჩვენს ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს სურს. იმ ენერგიის მიღება, რომლისაც გვწამს და გვჯერა.
საბოლოოდ კი, საჭიროა მუდმივი განვითარების სურვილი, სწრაფვა წარმატებისკენ და საკუთარი თავის რწმენა. მე სულ ვამბობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. მართალია, მარტივად არაფრისთვის მიმიღწევია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერში მიმართლებს. „ფილიპ მორისამდე“ მოსასვლელი გზაც სწორედ ასეთი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად საინტერესო გამოწვევები წინ მელის.
მადლობა, რომ თქვენი გუნდის წევრი ვარ !
თამარა მორჩაძე – Administration Team Member, „ფილიპ მორის საქართველო“.
წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს.
[პარტნიორის კონტენტი]