in

ქაოსი, როგორც სასიამოვნო მოვლენა

#InsidePMG

ბავშვობიდან მახსოვს სასიამოვნო ქაოსი, როდესაც დღის ბოლოს, ოჯახის წევრები ბრუნდებოდნენ „სამსახურიდან“. თავიდან ვერ ვხვდებოდი, ეს ქაოსი რას უკავშირდებოდა. უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ყველა სახლში იყო. თუმცა, დროსთან ერთად მივხვდი, მეც მინდოდა ამ სასიამოვნო ქაოსის ნაწილი ვყოფილიყავი, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რანაირად უნდა მექცია ეს ყველაფერი რეალობად.

ერთ დღესაც,  ლექტორის რეკომენდაციით, მოვხვდი ერთ-ერთ კომპანიაში და ჩემი ქაოსიც აქედან დაიწყო.

პირველი მცდელობა არც თუ ისე კარგად დასრულდა – მე, ენთუზიაზმით ავსებული, ძალიან სხვა რეალობაში აღმოვჩნდი, რამაც იმედები გამიცრუა. მეორედ კი გაცილებით უკეთესი გამოცდილება აღმოჩნდა, მაგრამ ხედვა შემეცვალა და იმის კეთება, რაც ჩემში აქამდე აღფრთოვანებას იწვევდა – აღარ მსიამოვნებდა, ამის გააზრება კი უსიამოვნო იყო.

Long story short, 2019 წლის ნოემბერში ვიყავი პირველ გასაუბრებაზე „ფილიპ მორისში“. ეს პერიოდი ახლა კარგად მახსენდება, მაგრამ მაშინ ძალიან დაბნეული ვიყავი. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მეპოვა, როგორ გარემოში მინდოდა ყოველდღე ყოფნა, იმიტომ, რომ იმედები მქონდა გაცრუებული და ამ რწმენის დაბრუნება, ყველა დამეთანხმება, არა არის  მარტივი.
იმ დროს ეს გასაუბრებაც ჩავთვალე, რომ უდიდესი შანსი იყო, რომელიც ამ რწმენის დაბრუნებაში დამეხმარებოდა და ასმაგად უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ჩემ თავთან. ამიტომაც ვერ მივცემდი უფლებას, ეს შანსი ხელიდან გამეშვა. ერთ დღესაც, რამდენიმე გასაუბრების შემდეგ მითხრეს, რომ შემეძლო ორშაბათს ჩემი პირველი სამუშაო დღის დაწყება „ფილიპ მორისში“.

ზოგადად, არც კომუნიკაციაა ჩემი სუსტი მხარე და არც ახალ გარემოსთან ადაპტაცია, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა  ძალიან შეშინებული ვიყავი, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ყველა უსიამოვნო შეგრძნებაც გაქრა.

დღევანდელი სიტუაცია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გვჭირდება ადამიანებს ჯანსაღ გარემოში ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ მადლიერი ვარ იმის, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო მეც ამ გუდის წევრი. მომწონს და მიყვარს აქ გატარებული ყოველი დღე, რომელიც ერთმანეთს არ ჰგავს და ყოველთვის სიახლე მოაქვს ჩემთვის.

საკმაოდ საქმიანი გარემო გვაქვს, მაგრამ, ამავდროულად, თავისუფალი, კომფორტული და სასიამოვო. აქ ყველა ადამიანი გამორჩეულია და ჩვენი ურთიერთობები არის ზუსტად ის, რაც ქმნის ჩვენს კომფორტს.

დღევანდელი ჩემი შეგრძნებები უტოლდება ჩემი ბავშვობის დროინდელ  „ქაოსის“ ემოციას.

თამარი ნუკრაძე – Business Support Service Center specialist, „ფილიპ მორის საქართველო“

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავსფილიპ მორის საქართველოსშეხედულებებს

 

[პარტნიორის კონტენტი]

ACAG-ის 2020 წლის ნოემბრის პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

„საქართველოს ბანკი“ მობილბანკის მომხმარებელს თანხის მოთხოვნის და გაყოფის ინოვაციურ ფუნქციონალს სთავაზობს