3
May
2019

InSight-მა მარსზე მზის ამოსვლა და ჩასვლა გადაიღო [ფოტოები]

3 May 2019

InSight-მა მარსზე მზის ამოსვლა და ჩასვლა გადაიღო. Nasa-ს ზონდი წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაეშვა, ამ დროის განმავლობაში, ის მარსის სტრუქტურასა და კლიმატს იკვლევდა. ამის პარალელურად კი, ხშირად გვანებივრებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით. მზის ამოსვლისა და ჩასვლის ფოტოებიც ამ ტიპის ინფორმაციას მიეკუთვნება. Nasa-ს ცნობით, InSight-ის კამერამ აღნიშნული ფოტოები 24-25 აპრილს გადაიღო, დედამიწის დროით დილის 5:30-სა და საღამოს 6:30-ზე. მეორე კამერა კი ცას იღებდა, ანუ ღრუბლებს მზის ჩასვლისა და ამოსვლისას.

განხილვა