მობილური მარკეტინგი განვითარდა ტრანსფორმაციულ ძალად ტექნოლოგიის მუდმივი განვითარების ფონზე. მან შემოიტანა ძირეული გადაფასება, თუ როგორ უკავშირდებიან ბიზნესები თავიანთ მომხმარებლებს. ამავდროულად, მობილური მარკეტინგის ტენდენციები სწრაფად იცვლება. ამიტომ მნიშვნელოვანია გრძნობდეთ ამ მოვლენების მიმდინარეობის პულსს. ყველაფერთან ერთად, მომხმარებლის ინტერესისა და ჩართულობის შენარჩუნება შეიძლება იყოს გამოწვევა მობილურ სივრცეში. ყურადღების შენარჩუნება უფრო ხანმოკლეა და მომხმარებელთა მოთხოვნები უფრო სპეციფიკური ხდება, რაც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. მოსალოდნელია, რომ სმარტფონების მომხმარებელთა რიცხვი 2025 წლისთვის 7.49 მილიარდს მიაღწევს. ეს კი მობაილ მარკეტერებისთვის იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია გაიაზრონ ახალი ინსაითები და უკეთ შეისწავლონ სამიზნე აუდიტორია.
ხელოვნური ინტელექტი (AI): გონივრული მარკეტინგის მთავარი საყრდენია
მობილური მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია არის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო დახვეწილი ხდება, რაც მარკეტერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მონაცემებზე ორიენტირებული ინსაითები უფრო პერსონიზებული და მიზანმიმართული კამპანიებისთვის.
წელს, AI მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციაში, მომხმარებელთა ქცევის პროგნოზირებასა და მობილური მარკეტინგის სხვადასხვა ასპექტების ავტომატიზაციაში. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აღჭურვილი ჩატბოტები უფრო შეუფერხებელ და პერსონალიზებულ ინტერაქციას უზრუნველყოფენ, რაც მომხმარებელთა ჩართულობას გაზრდის.
პერსონიზებული გამოცდილება
დღეს, მომხმარებლებს სჭირდებათ პერსონიზებული ურთიერთქმედება. მობილური მარკეტინგი კი საამისოდ შესანიშნავი საშუალებაა. 2024 წელს, გაიზრდება ჰიპერპერსონალიზაცია. ბრენდები სულ უფრო აქტიურად გამოიყენებენ მომხმარებელთა მონაცემთა ბაზებს და ხელოვნურ ინტელექტს (AI), რათა მოარგონ მარკეტინგული შეტყობინებები ინდივიდუალურ პრეფერენციებსა და ქცევებს. პერსონიზაციის ასეთი დონე გააძლიერებს მომხმარებელთა ჩართულობას, გაზრდის შემოსავალს 40%-ით.
მარკეტინგის პროფესიონალების დაახლოებით 94% თვლის, რომ პერსონალიზაცია გადამწყვეტია მათი არსებული მომხმარებლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ პროცესში მთავარი იქნება სწორი ბალანსის დამყარება პერსონიზაციასა და კონფიდენციალურობას შორის.
იმერსიული ჩართულობა (AR და VR)
AR ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ვირტუალურად გამოცადონ პროდუქტები, იმოქმედონ ვირტუალურ გარემოსთან და უზრუნველყონ ინტერაქცია. მოდის ბრენდების ვირტუალურად მორგების ფუნქციებით დაწყებული, AR-ით გაძლიერებული პროდუქტის დემონსტრირებამდე, მარკეტერები ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ, რათა შექმნან დასამახსოვრებელი და მიმზიდველი გამოცდილება, რომელიც მათ სამიზნე აუდიტორიასთან დააკავშირებთ.
VR კი გთავაზობთ იმერსიულ გამოცდილებას, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეისწავლოს ვირტუალური შოურუმები, დაესწროს ვირტუალურ ტურებს და ჩაერთოს ბრენდის ინტერაქციულ აქტივაციაში.
ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული მარკეტინგი (LBM)
მდებარეობაზე დაფუძნებული მარკეტინგი (LBM) გვაჩვენებს, თუ როგორ დაუკავშირდებიან ბრენდები თავიანთ აუდიტორიას. ბუნებრივია ამას ახლავს ლოკალიზებული კამპანიების ზრდა, სადაც იყენებენ მომხმარებლების ზუსტი მდებარეობის მონაცემებს.
ხმოვანი ასისტენტების ბუმი
მობილურ მარკეტინგში იზრდება AI-ზე მომუშავე ჩეტბოტებისა და ხმოვანი ასისტენტების როლი, რომლებიც მომხმარებლებთან უწყვეტ ურთიერთობას უზრუნველყოფენ. ეს ხელსაწყოები მყისიერად პასუხობენ მომხმარებელთა შეკითხვებს და აგროვებენ ღირებულ მონაცემებს პერსონიზაციის გასაუმჯობესებლად.
Mobile-First ვიდეომარკეტინგი
ვიდეო კონტენტის მოხმარება მობილურ მოწყობილობებზე მკვეთრად იზრდება და წელსაც გააგრძელებს დომინირებას. მოკლე ვიდეოები TikTok-ისთვის, YouTube Shorts-სა და Instagram Reels-ისთვის ზრდას განაგრძობს.
ბრენდებს მოუწევთ უპირატესობა მიანიჭონ მობილურ ვიდეოკონტენტს, რათა მიიპყრონ თავიანთი აუდიტორიის ყურადღება. ეს ვიდეოები ადვილად მოხმარებადი და მარტივად გასაზიარებელია, რაც მათ მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს მობილური მომხმარებლების მოსაზიდად.
პროგნოზირებადი ანალიტიკა
ეტაპობრივად, პროგნოზირებადი ანალიტიკა დაიკავებს საკვანძო ადგილს მობილური მარკეტინგის სფეროში. მოწინავე ალგორითმებისა და მანქანური სწავლების გამოყენებით, მარკეტერებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მომხმარებლის ქცევა და შესაბამისად მოარგონ თავიანთი სტრატეგიები.
პროგნოზირებადი ანალიტიკა დაგეხმარებათ პოტენციური ლიდების იდენტიფიცირებაში, ტენდენციების პროგნოზირებასა და მარკეტინგული კამპანიების ოპტიმიზაციაში.
წყარო: upshot