Google-ის, Adidas-ისა და EA-ს თანამშრომლობით, შეიქმნა ბუცის ჭკვიანი, ჩიპიანი ჩასაფენი, რომელიც ფეხბურთელის სმარტფონთან კავშირდება და ფეხის მოძრაობას, მანევრებს იწერს. მოწყობილობა ამას მანქანური დასწავლის ალგორითმის დახმარებით ახერხებს. პროდუქტის სახელია Adidas GMR, მისი ფასი კი 40 დოლარს შეადგენს.
აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლე FIFA Mobile-ის ვიდეოთამაშს უკავშირდება. FIFA Mobile 2016 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და ახლა მისი თამაში უკვე სპეციალური მოწყობილობის Adidas GMR-ის დახმარებით, შემდეგნაირად შეგიძლიათ. მოწყობილობა, რომელიც თქვენს ფეხსაცმელში უნდა „ჩაიფინოთ“, თქვენს სმარტფონში, აპლიკაცია Adidas GMR-ს დაუკავშირდება, რის შემდეგაც მისი მიერთება FIFA Mobile-ზე, თქვენს ანგარიშთან შეგეძლებათ. ამ შემთხვევაში კი, Adidas GMR-ის ექსკლუზიურ ღინისძიებებშიც შეძლებთ მონაწილეობას, მათ შორის, ყოველკვირეულ შეჯიბრებებში, რომელიც ბურთის აკენწვლებს, ან კონკრეტული მანძილის სწრაფად გარბენას შეიძლება უკავშირდებოდეს. აღნიშნული შესაძლებლობა კი პოზიტიური სიახლეა, რადგან ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ფიზიკური აქტივობის სტიმულირებისკენ მიმართავს.
მოწყობილობა 10 მარტიდანაა ხელმისაწვდომი. მანამდე კი მის შესახებ ტიზერი Adidas-ის იაპონურმა წარმომადგენლობამ, ტვიტერზე გაავრცელა.
https://twitter.com/adidasFTB_jp/status/1235853710586077185?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1235853710586077185&ref_url=https%3A%2F%2Fgizmodo.com%2Fajax%2Finset%2Fiframe%3Fid%3Dtwitter-1235853710586077185%26autosize%3D1











