in

„ინსორსში“ პარასკევიც უქმე დღეა!

„[ვიფიქირეთ]დანიამ და „მაიკროსოფტმა“ რატომ უნდა გვაჯობოს და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყვეთ ფეხი! რა თქმა უნდა, დანიას და „მაიკროსოფტს“ სხვა რამეებშიც რომ მივბაძოთ – ძალიან გვინდა, მაგრამ უკვე მიმდინარე კვირიდან, პარასკევი უქმე დღეა [საკონსულტაციო კომპანია] „ინსორსში“!

bog
bog-mob

Insource პირველი ქართული კომპანიაა, სადაც ოფიციალურად გადაწყვიტეს, კვირაში მხოლოდ 4 დღე იმუშაონ. ფიქრობენ, რომ მათი პროდუქტიულობაც გაიზრდება, შედეგებიც გაუმჯობესდება და „სამსახურეობრივი ბედნიერების“ მაჩვენებელიც მოეწონებათ.

ახალ გრაფიკზე ამ კვირიდან გადავლენ, უცვლელი დარჩება სამუშაო საათების რაოდენობა – 10-დან 18:00 საათამდე. მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ მათთან, Insource-ში 4-დღიან სამუშაო კვირაზე დიდი ხანია, ფიქრობდნენ.

„ [კომპანიაში 5 თანამშრომელია] რამდენიმე თვეა, 4-დღიან სამუშაო კვირაზე ვფიქრობთ. ჩვენი დაკვირვებით, ორშაბათი არის დღე, როცა ყველა მოდუნებულია. პარასკევი კი არის დღე, ჩვენი პარტნიორები თავიანთი საქმით არაინ დაკავებულები. მოკლედ რომ გითხრათ, მივხვდით, რომ 7-დან ორი დღე არ არის დინამიური და ნაყოფიერი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, კვირაში 4 დღე გვემუშავა და ამ ორიდან, რომელიმე უქმე ყოფილიყო. იმაზეც ვფიქრობდით, ცოტა სარისკო ხომ არ იქნებოდა. მაგრამ, ასეთი რამ მოხდა: ცოტა ხნის წინ, შეუძლოდ ვიყავი და 3 დღე სახლში მომიწია ყოფნა. სამსახურში რომ დავბრუნდი, დიდ ენერგიაზე ვიყავი, გაცილებით მეტად პროდუქტიული. ზოგადად, არ ვარ მომხრე, თანამშრომლების გადატვირთვის და რესურსების არასწორად გამოყენების. ვთქვით, რომ გადავიდეთ 4-დღიან სამუშაო კვირაზე და დღეში ისევ 10:00-დან 18:00 საათამდე, ერთსაათიანი შესვენებით ვიმუშაოთ. ახალ გრაფიკზე ამ პარასკევიდან [15 ნოემბერი] გადავდივართ. და თქვენ წარმოიდგინეთ, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, უფრო მობილიზებულები ვართ, ერთმანეთსაც მეტად ვეხმარებით, შედეგებიც უკეთესი გვაქვს. ამიტომ გვგონია, რომ 4-დღიანი სამუშაო კვირა აუცილებლად გაამართლებს. საქმე რომ დაგვიგროვდეს, ახალ თანამშრომელს ავიყვანთ და ამ გადაწვეტილებას არ შევცვლით“, – ამბობს მედეა ტაბატაძე.

 

ჩუმი მფრინავი მანქანა Heaviside, რომელიც, ერთ დამუხტვაზე, 160 კილომეტრს ფარავს

„გვინდოდა, საქორწილო სამზადისი კიდევ უფრო სასიამოვნო გაგვეხადა“ – Wedder.ge