in

SpaceX-ის მისიით დედამიწის ორბიტაზე სამოქალაქო პირები იმყოფებიან!

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისიამ ორბიტაზე პირადი ეკიპაჟი გაუშვა

veon
veon

უკვე შეგვიძლია, კოსმოსში მოგზაურთა შორის კიდევ ოთხი ადამიანის სახელი დავამატოთ. ოთხშაბათს ღამით ჯარედ ისააკმანი, ჰეილი არსენო, სიან პროქტორი და კრის სემბროვსკი Inspiration4 მისიის ფარგლებში SpaceX-ის Crew Dragon-თან ერთად გაეშვნენ კოსმოსურ სივრცეში.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისიამ ორბიტაზე პირადი ეკიპაჟი გაუშვა – ბორტზე პროფესიონალი ასტრონავტები არ არიან. გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ რაკეტა Falcon 9 დედამიწაზე ყოველგვარი ხარვეზის გარეშე დაბრუნდა, თუმცა ეს აღარც გვაკვირვებს – მრავალჯერადი გამოყენებისთვის შექმნილი რაკეტის წარმატებით განხორციელებული მისიები ჩვეულ მოვლენა იქცა.

ამის შემდეგ Crew Dragon მეორე ნაწილს გამოეყო. კოსმოსური ხომალდის ხედების გადაღებისთანავე, ოქროსფერი რეტრივერის თოჯინამ სალონში ტრიალი დაიწყო – ეს არის წმინდა იუდას ბავშვთა კვლევითი საავადმყოფოს თილისმა, რომელიც მიზნად 200 მილიონი დოლარის შეგროვებას ისახავს.

სამოქალაქო პირები, ტურისტები, ასტრონავტები

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ცნობილი და წარმოუდგენლად მდიდარი ტურისტი ეწვია კოსმოსს. ე. წ. მილიარდერების კოსმოსური რბოლა ივლისში დაიწყო, როდესაც რიჩარდ ბრენსონმა თავისი ხომალდით კოსმოსური ზღვარი გადაკვეთა. ცოტა ხნის შემდეგ კი ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მანძილი კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა კამათი იმის შესახებ, ნამდვილად მიაღწიეს თუ არა მათ კოსმოსს, კვლავ გრძელდება. კოსმოსური დამკვირვებლების უმეტესობა თანხმდება, რომ ეს მოკლე სუბორბიტალური ფრენები დედამიწის დაბალ ორბიტაზე შესვლას არ უტოლდება.

ამის პარალელურად, დისკუსია ნამდვილად არ იქნება Inspiration4-ის მისიაზე. ამასთან, ეს ფრენა მრავალი თვალსაზრისით განსხვავდება ზემოთ ხსენებულთაგან – თუნდაც იმით, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი ეკიპაჟი მონაწილეობს მისიაში.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში SpaceX-მა განაცხადა, რომ მილიარდერმა ჯარედ იზაკმენმა მთელი ფრენა შეიძინა და სამი ადგილი კერძო პირებს გადასცა. ორი ადგილი კი წმინდა იუდას ბავშვთა საავადმყოფოს შესთავაზა – შედეგად, ეკიპაჟს შორის ადგილს იკავებს ადამიანი, რომელმაც არაერთი ბავშვი განკურნა კიბოსგან და ამჟამად Inspiration4-ზე ექიმის პოზიციას იკავებს.

ხოლო დარჩენილი ერთი ბილეთი მათთვის გათამაშდა, ვინც საავადმყოფოსთვის შესაწირი გაიღო. სწორედ ასე მოხვდა კოსმოსურ ხომალდზე სემბროვსკი, რომელიც მისიის სპეციალისტია და ეკიპაჟს სამეცნიერო ექსპერიმენტების მართვაში დაეხმარება. მართალია, თავდაპირველად ბილეთი მისმა მეგობარმა მოიგო, მაგრამ შემდეგ თავად გადასცა სემბროვსკის.

ის, რომ კოსმოსურ ხომალდზე სპეციალისტი ასტრონავტები არ იმყოფებიან, არაფერს წყვეტს – ეს მისია უფრო მეტია, ვიდრე კოსმოსური ტურისტების უბრალო გასეირნება. ოთხივე მონაწილე თვეების განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიოდა. ამასთან, ეკიპაჟის ფიზიოლოგიური მონაცემები ქცევისა და შემეცნებითი შესაძლებლობების ცვლილებების შესაფასებლად შეგროვდება – იქნება ეს გულისცემა, სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე თუ რამდენად კარგად სძინავთ ეკიპაჟის წევრებს.

ხომალდი დედამიწიდან 585 კილომეტრზე იქნება – ანუ, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაახლოებით 160 კმ მანძილზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ SpaceX და მისი ეკიპაჟი გარკვეულწილად საფრთხის ქვეშ არიან. ეკიპაჟითა და აღჭურვილობით დატვირთულ Crew Dragon-ს არასოდეს მიუღწევია ასეთი სიმაღლეებისთბის. დედამიწაზე მისი საზღვრების გამოცდა ერთია, მაგრამ კოსმოსური სივრცე თავისთავად სარისკოა, რასაც NASA-ს არაერთი მისია მოწმობს.

Crew Dragon-ს სრულიად ახალი დეტალი აქვს – ეს არის ე. წ. გუმბათი, რომლის მეშვეობითაც დედამიწის წარმოუდგენელი ხედების ხილვაა შესაძლებელი. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ჩვენი პლანეტის თვალწარმტაც ფოტოებს ველით. გუნდი ორ დღეს გაატარებს ორბიტაზე, ყოველ 90 წუთში დედამიწის გარშემო ერთ სრულ წრეს შეასრულებს და მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში შაბათს შემოიჭრას.

Glovo აფრიკის ბაზარს ითვისებს

OceanTherm-მა ქარიშხლების შესაჩერებლად ახალი კონცეფცია წარადგინა!