მას შემდეგ, რაც დავამთავრე GIPA, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, სულ მინდოდა ჩემი ბრენდი გამეკეთებინა. ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა, თუ რა მომწონდა – ამიტომ გავხსენი ინსპირაცია, სადაც ქალის განსხვავებული სამოსი იქმნება. პატარა სამკერვალოში ჯერ ერთი მკერავი დავიხმარე. შემდეგ, ნელ-ნელა გავფართოვდით და პირადად მეც დავეუფლე ამ პროფესიას. თამამად ვიყავი დარწმუნებული, რომ როდესაც განსხვავებულს ხარისხიანად ქმნი, გაქვს მომხმარებელზე მორგებული მომსახურება და ნდობას გაამართლებ – მომხმარებელს აუცილებლად ეყვარები.
ეს საქმე რომ გაამართლებდა მაშინ ვიგრძენი, როდესაც მომხმარებლები დადებით შეფასებებსა და რეკომენდაციებს გვწერდნენ. სასიამოვნო იყო, რომ ჩვენ ხელმისაწვდომი გავხდით რეგიონში მაცხოვრებლებისთვისაც და მარტო თბილისის ბაზარი არ გვქონდა ათვისებული. ასევე, ხშირად საქართველოში ცნობილი ადამიანები მოიხმარენ ჩვენ ტანსაცმელს, განსაკუთრებული რეკლამის გარეშე. ინსპირაციამ მომხმარებელი შეიძინა საზღვარგარეთაც – ასე მივხვდით, რომ ვვითარდებით. წარმატების ინდიკატორი, ასევე, იყო უამრავი შემოთავაზება წამყვანი გამოფენებიდან და სავაჭრო ცენტრებიდან.
სტარტაპერის პროგრამა ჩვენთვის არის ხელშეწყობა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო ბიზნესის აღმოცენებისათვის, არამედ ქვეყნის განვითარებისათვის. სტარტაპერმა, მედია გაშუქების თვალსაზრისით ძალიან შეგვიწყო ხელი პოპულარიზაციაში.
დაბრკოლება ბევრია. დრო გჭირდება, რომ გაუძლო დროს, ვინაიდან პირველი თვეებიდან მოგებაზე ვერ გადის ბიზნესი. მჯეროდა, რომ რაღაც პერიოდი უნდა გასულიყო. გავუძელით პანდემიას, როცა სახლიდან გამოსვლაც კი არ შეიძლებოდა. ჩემი მკერავ-კონსტრუქტორები სახლიდან მუშაობდნენ. ჩუმად ვყიდულობდით სახლებიდან ქსოვილებს, რადგან მაღაზიებშიც კი არ მუშაობდნენ. არ იყო ტრანსპორტი და ა.შ ასე რომ, პანდემია იყო ყველაზე რთული პერიოდი.
ერთი უცნაური რამ აღმოვაჩინე – ბიზნესი იმდენად აზარტულია, რომ კიდევ ბევრი სხვა რამის კეთება გინდება. ამ უახლოეს პერიოდში მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი დათო ნანობაშვილი ვაპირებთ გავაკეთოთ მამაკაცის სამოსის ხაზი (ა-სიმეტრია) და პირველად ამის შესახებ, ახლა გიყვებით.
„ინსპირაციამ“ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. როგორც ქალს, მასწავლა თავისუფალი, დამოუკიდებელი ცხოვრება. მომხმარებლებში შეცვალა ის, რომ ჩვენ მათ ვთავაზობთ ისეთ მოდის ტენდენციას, რაზეც არ უფიქრიათ და არც უნდა იფიქრონ. ეს ჩვენი საქმეა! ასევე, დაიბადა ახალი შვილობილი კომპანია დაიბადება ა-სიმეტრია, რომელიც შემქმნის მამაკაცის განსხვავებულ, მინიმალისტურ, ურბანულ სამოსს და ამიერიდან, ამ საქმეს ჩემს გამოცდილ ბიზნესპარტნიორთან ერთად გავაკეთებ.
#სტარტაპერი5წლისაა