in

შთაგონებისთვის, გაუზიარეთ გუნდს უფრო მეტი საკუთარ თავზე

გუნდის მოტივაციაზე ბევრი იწერება, თუმცა პრაქტიკაში ეს არც ისეთი მარტივი საქმეა. მაგალითად, პირობითად აღვწეროთ ერთ-ერთი მენეჯერი კარლი. ის მკაცრი შეხედულებისაა, მისი პრეზენტაციის სტილი მოზომილია და სერიოზულია მაშინაც კი, როდესაც იღიმის. ინდივიდუალური საუბრისას, კარლს კარგ მსმენელად და მოაზროვნედ იცნობენ, თუმცა დიდ შეხვედრებზე ის „იყინება“ და ცდილობს მოკლედ და სწრაფად უპასუხოს რთულ კითხვებზე, საკუთარი ხედვის ვრცლად გაზიარების ნაცვლად. შედეგად, მისმა აუდიტორიამ იგრძნო ეს ფორმალურობა და დაბალი შეფასება მისცა, შთაგონების მიმართულებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ადრე მიიჩნეოდა, რომ ემოციური პირადი ამბების გაზიარება, მართვის დროს, უადგილო იყო. თუმცა, ახლანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ადამიანების შთაგონების პროცესში საკუთარი პიროვნების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს – მათ შორის, გულწრფელ მოწყვლად ემოციებს, იუმორს, შემწყნარებლობას…

რა არის ამის მიზეზი? საკუთარი ამბების მოყოლა ადამიანებთან ურთიერთობაში ნდობას ამყარებს. პირადი ამბებით ნამდვილობა და ჰუმანურობა ჩანს. ადამიანები მიდრეკილნი ვართ ვენდოთ მათ, ვინც, ჩვენი ხედვით, ნამდვილ „მეს“ ავლენს და თანამგრძნობიარეა.

ამგვარი ურთიერთობა დასწავლადია და ამაში შემდეგი ნაბიჯები დაგეხმარებათ.

გაუზიარეთ სამი მნიშვნელოვანი ამბავი თქვენი მარცხის ისტორიიდან

მარცხის შესახებ საუბარი ურთიერთობების დალაგებასა და დაახლოებაში გვეხმარება. ამას გარდა, ამით ვაჩვენებთ ადამიანებს, რომ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მაინც შევძელით ფეხზე წამოდგომა. ეს აჩვენებს, რომ შეგვიძლია რისკზე წასვლა და მარცხისგან გაკვეთილის მიღება. აირჩიეთ სამი ამბავი თქვენი წარუმატებლობების სიიდან და სცადეთ მათი გაზიარება შეხვედრებზე.

შემატეთ ემოციურობა ამჟამინდელ ურთიერთობასაც

კვლევებმა აჩვენა, რომ ლიდერებს, რომლებსაც ემოციური რეზონანსის გამოწვევა შეუძლიათ, დადებითი შეფასებით ვხვდებით. როდესაც კითხვებს პასუხობთ, ეცადეთ საკუთარი ემოციური მხარე ჩართოთ: „მე ვგრძნობ, რომ“, „ვღელავ, ამაზე საუბრისას“, „მერიდებოდა ამ თემაზე საუბარი“… ამგვარად, აუდიტორიასთან კავშირს გაამყარებთ.

გაუზიარეთ თქვენი ფიქრები

ყოველთვიური შეხვედრების დაწყება პირადი ისტორიით შეგიძლიათ, რაც ახლანდელ საქმეს ან მოვლენებს ეხმიანება. ეს ისტორიები ყოველთვის მხიარული არ არის, თუმცა, მსმენელებთან სიახლოვის დამყარებისთვის სასარგებლოა. მსგავსი საუბრისთვის რამდენიმე წუთის დათმობით, დადებით განწყობას მარტივად შექმნით შეხვედრაზე.

ეძებეთ სხვების შთამაგონებელი ისტორიები

მოუსმინეთ სხვების შთამაგონებელ ამბებს, მაგალითად, TED Talks-ს, პოდკასტებს. დააკვირდით, როგორმა ნაამბობმა იქონია თქვენზე შთაბეჭდილება? ჩაინიშნეთ თქვენთვის საინტერესო ტექნიკები და ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოიყენეთ.

პერსონალური ამბის თხრობით პრეზენტაციის გამდიდრება აუდიტორიამდე თქვენი სათქმელის კომფორტულად მიტანაში დაგეხმარებათ. ამგვარად, თქვენი საუბარი უფრო ადვილად და მკაფიოდ აღიქმება. ესაა ერთ-ერთი მოკლე გზა ბარიერების დასაძლევად და საქმიან ურთიერთობებში ადამიანურობის შემოსატანად.

 

წყარო: HBR



სოციალური საწარმო “კოდალა”, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ხის პროდუქცია იქმნება

1TVPlay პირველი არხის ციფრული სივრცე