in

Instagram-ის ამ ფილტრებით აფრიკელი ღმერთის სახე შეგიძლიათ მიიღოთ

“ინსტაგრამზე” ახალი ფილტრები გამოჩნდა, რომლებითაც აფრიკული მითოლოგიის ღმერთების სახე შეგიძლიათ მიიღოთ. პროექტზე სააგენტო Eleven-მა იმუშავა და ამგვარად აფროამერიკელთა ისტორია მის უძველეს ფესვებთან დააკავშირა. კამპანია Black History Month-თან დაკავშირებით შეიქმნა. ინსტაგრამის ახალი ფილტრები იორუბას რელიგიისა და აფრიკული კულტურის სხვა ტრადიციებთანაა კავშირში.

პროექტის იდეა მისი კოპირაიტერს, დოტუნ ბელოს ემიგრაციაში ცხოვრებამ შთააგონა – ის აშშ-ში ნიგერიიდან 2015 წელს გადასახლდა. ბელო იმედოვნებს, რომ ამგვარად, ადამიანებს საკუთარ თავში დაანახებს თავიანთ აფრიკელ წინაპრებს.

ამას გარდა, გრაფიკოსმა დიზაინერმა მარტინ ოკონკვომ შექმნა ილუსტრაციები, რომლებზეც რეალური ადამიანები მითოლოგიურ გმირებად წარმოადგინა, მაგალითად, ამ ილუსტრაციაში “აგანჯუს” როლს Malcolm X ირგებს, Oshun-ისას – მაია ენჯელოუ, “სანგოს” როლში კი, მარტინ ლუთერ კინგს ვხედავთ.

#სადანროგორ: ღონისძიებები 21-22 თებერვალი

Dolce & Gabbana-ს რეკლამა 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის