თურმე, მართკუთხა ბადე მხოლოდ დასაწყისი იყო… Instagram-ის ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა მომხმარებლებში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. 17 იანვრიდან, მოულოდნელად შეცვალა თავისი ხანგრძლივი სავიზიტო ბარათი – კვადრატული ბადე მართკუთხათი, რამაც ზოგიერთი მომხმარებლის გულდასმით აწყობილი ბადე „გააფუჭა“.
ახლა კი, პლატფორმა აცხადებს, რომ დამატებითი ცვლილებები ისევ იგეგმება, რათა მომხმარებლებს მეტი კონტროლი ჰქონდეთ თავიანთი პროფილების ვიზუალზე. მართალია, UI და UX განახლებები მომხმარებლებს მეტ მოქნილობასა და კონტროლს მისცემს ინდივიდუალურ გამოცდილებაზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ცვლილებებს შეიტანენ მომხმარებლები ინდივიდუალურ დონეზე, აპლიკაცია მალე TikTok-ს დაემსგავსება. მიზანია, შეიქმნას უფრო მარტივი, სუფთა სივრცე, რომელიც ინარჩუნებს და კიდევ უფრო ზრდის კონტენტ კრეატორების შესაძლებლობებს.
მოსალოდნელი ცვლილებები:
სურათების მოჭრის რეგულირება: მომხმარებლებს მალე შეეძლებათ მოარგონ როგორ გამოჩნდება მათი პოსტები ბადეზე, სურათების ჩვენების მოჭრის რეგულირებითა და ბადის სრული გადაწყობის შესაძლებლობით.
პირდაპირ ბადეზე დაპოსტვა: Instagram ასევე გეგმავს მისცეს მომხმარებლებს საშუალება განათავსონ პოსტები პირდაპირ ბადეზე.
Highlights გადადის ბადეზე: პლატფორმა ადგილს უცვლის Highlights ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „აპინონ“ სთორები პროფილის ზედა ნაწილში. Highlights-ები კარგი გზაა გამორჩეული სთორების წარმოსაჩენად, ამიტომ მალე, ის გადავა ტაბში და ინტეგრირებული იქნება თავად მომხმარებლის პროფილზე.
ვერტიკალური პოსტის ფორმატი იგივე რჩება: ვერტიკალურ ან მართკუთხა პოსტის ფორმატზე გადასვლა იმიტომ გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე, Instagram-ზე ატვირთული ფოტოებისა და ვიდეოების უმეტესობა ვერტიკალურია და მართკუთხა ფორმა უკეთესად წარმოაჩენს ამ ტიპის კონტენტს. ცვლილებები კვლავ დამუშავების პროცესშია და შეიძლება ისევ დაკორექტირდეს.
Reels-ის ხანგრძლივობა იზრდება – 90 წამიდან სამ წუთამდე.
Instagram-ის ვერტიკალურ განლაგებაზე გადასვლა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის შემდეგ დაიწყო. ეს პროცესი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 75 დღით გადაავადა, თუმცა, TikTok კვლავ მოწყვლადია, რადგან არ არის ხელმისაწვდომი განახლებისთვის ან ახლიდან ჩამოტვირთვისთვის.
TikTok-ის ალტერნატივად პოზიციონირებისთვის, Meta-ს საკუთრებაში მყოფი აპი არ შემოიფარგლა მხოლოდ განლაგების ახალი ფორმატით. კვირას, Meta-მ წარადგინა დამოუკიდებელი აპლიკაცია Edits, რომელიც არის ვიდეოს რედაქტირების აპლიკაცია CapCut-ის msgavsi (TikTok-ის მშობელი კომპანიის ByteDance-ის საკუთრება). Meta ასევე ფულად ბონუსებს სთავაზობს იმ კონტენტ კრეატორებს, რომლებიც თანხმდებიან თავიანთი ვიდეოების Instagram-სა და Facebook-ზე განთავსებას.
წყარო: Fastcompany