in

ინსტაგრამის მომხმარებელი პოსტზე პროდუქტის მონიშვნას შეძლებს

აქამდე, ინსტაგრამ პოსტზე პროდუქტის მონიშვნა მხოლოდ მის შემქმნელებს შეეძლოთ. თუმცა, სოციალურმა ქსელმა გადაწყვიტა მომხმარებლისთვის პროდუქციის ძიება, ხოლო ბრენდებისთვის აუდიტორიის მოზიდვა გაემარტივებინა. ახალი ფუნქციის მეშვეობით, ინსტაგრამის მომხმარებელი სასურველ პოსტზე ნებისმიერი პროდუქტის მონიშვნას შეძლებს, რომელიც Instagram Shopping-ზე იძებნება. სიახლე, საწყის ეტაპზე, მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე დაინერგება. 

ბიზნესის მფლობელები მიიღებენ შეტყობინებას, როდესაც მომხმარებელი ინსტაგრამზე მათ პროდუქტს მონიშნავს. ბრენდის მმართველებს თავიანთ პროფილზე მონიშნული პოსტების ერთ სივრცეში ნახვა შეეძლებათ. ასევე, მათ საშუალება ექნებათ აკონტროლონ, თუ ვინ და რა შინაარსის პოსტზე მონიშნავს მათ პროდუქტს.

Twinings tea – ბრენდი, რომელიც ჩაის საუკუნოვან ისტორიას ქმნის

როგორ აპირებს NASA დედამიწის ასტეროიდებისგან დაცვას?