Instagram-ს მომხმარებლებისთვის ახალი ამბავი აქვს — უკვე თქვენს გვერდზე ერთ პოსტში 20-მდე ფოტოს ან ვიდეოს დამატებას შეძლებთ, რადგან პლატფორმამ გადაწყვიტა Photo Dumps-ის ტრენდს აჰყოლოდა. ამჯერად 10 ფოტოს ან ვიდეოს დამატების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ეს რაოდენობა ორმაგდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ როცა ინსტაგრამმა პოპულარობა შეიძინა, მხოლოდ თითო ფოტოს გაზიარება შეგვეძლო მიმდევრებისთვის. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, პოპულარობა Photo Dumps-მა შეიძინა… მომხმარებლებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს ფოტოებისა და ვიდეოების კარუსელის ფორმატში დამატება.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება ინსტაგრამს TikTok-ის კარუსელის ფუნქციასთან აახლოებს, რომელიც მომხმარებლებს ერთ პოსტში 35 ფოტოს დამატების საშუალებას აძლევს.
ბევრს ეზედმეტება, ბევრიც კი სასიამოვნო სიახლედ მიიჩნევს, თუმცა ფაქტია, ინსტაგრამს სურს განსხვავებული გახდეს იმ პლატფორმისგან, რომელიც 10 წლის წინ იყო. შესაძლოა, ბევრსაც არ აინტერესებდეს მომხმარებლის 10-ზე მეტი ფოტო, განსაკუთრებით მაშინ, როცა აპლიკაცია კონტენტის მრავალ სხვა ფორმატს გვთავაზობს, იქნება ეს Reels, Story თუ Notes… მაგრამ აღნიშნული ფუნქციის გამოცდა ინსტაგრამმა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო.
ფოტოების რაოდენობის გაორმაგების შესახებ კი მას შემდეგ ვიგებთ, რაც Instagram-მა Views ძირითად საზომად აქცია ყველა ფორმატისთვის, იქნება ეს Reels, Live, Photos, Carousels თუ Stories…
როგორც ცნობილია, ინსტაგრამზე ერთდროულად 20-მდე ფოტოს დამატებას ყველა მომხმარებელი დაახლოებით ზაფხულის ბოლოს შეძლებს.