in

Instagram კვლავ TikTok-ს ჰბაძავს — ამჯერად პლატფორმას რილსების დაჩქარების ფუნქცია ემატება

M2

Meta-ს მფლობელობაში არსებული Instagram კიდევ ერთ ფუნქციას აკოპირებს ტიკტოკიდან. ამჯერად მომხმარებლებს ვიდეოს აჩქარების საშუალებას აძლევს, ეკრანზე თითის დაჭერით ისინი ვიდეოს ორჯერ უფრო სწრაფად ნახვას შეძლებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ როცა TikTok პირველად გამოვიდა, ვიდეოების ხანგრძლივობა მხოლოდ 15 წამი იყო, წლების გასვლის შემდეგ კი პლატფორმამ უფრო გრძელი ვიდეოების მხარდაჭერა გადაწყვიტა. მალევე მომხმარებლებს ვიდეოების აჩქარების ფუნქციაც შესთავაზა, რადგან ისინი კონტენტის სწრაფად მოხმარებას იყვნენ შეჩვეულნი. 

რაც შეეხება Instagram Reels-ს, თავიდან აქაც 15-წამიანი ვიდეოები იყო, დღეს კი ხანგრძლივობა 1-დან 3 წუთამდე მერყეობს. ამიტომაც, ტიკტოკის მსგავსად, მომხმარებლებს კონტენტის სწრაფად ნახვის შესაძლებლობას სთავაზობენ. ეს უკანასკნელი შანსებს ზრდის იმისა, რომ მომხმარებელი ვიდეოს ბოლომდე უყურებს.

გამომდინარე იქიდან, რომ Instagram Reels, ფაქტობრივად, TikTok-ის ასლია, არც უნდა გაგვიკვირდეს კონკრეტული ფუნქციების სესხება. თან ეს არც პირველი შემთხვევაა, მანამდე ინსტაგრამმა ტიკტოკის Duet-ის ხელსაწყო საკუთარ მომხმარებლებს Remix-ის სახით შესთავაზა… 

მინის ალტერნატივა — გამჭვირვალე ხე კვერცხისა და ბრინჯისგან შექმნეს

„მოემზადე“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი სეზონური კამპანია