in

ინსტაგრამის რეკლამა ადამიანი რომ იყოს

ილუსტრაციული სცენარი WeTransfer-ის თანადამფუძნებელსა და ესპანელ ილუსტრატორს ეკუთვნით

წარმოიდგინეთ, რომ ფეხსაცმლის მაღაზიაში ხართ და ცდილობთ, Nike-ის ფეხსაცმელი შეარჩიოთ. გამყიდველი კი მუდმივად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მაგარი მოდელია, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს თქვენს დარწმუნებას და მიდიხართ. გარკვეული პერიოდის შემდეგ იმავე გამყიდველი არსაიდან ჩნდება სუპერმარკეტში და გეუბნებათ: „უბრალოდ, მაინტერესებს, ნახეთ თუ არა ეს ფეხსაცმელი. ფოტოც აქ მაქვს“. თქვენ გეცინებათ და კვლავ მიდიხართ, მაგრამ გამყიდველი ისევ ბრუნდება სხვადასხვა ადგილას — ქუჩაში, ტექნიკის მაღაზიაში, სახლშიც კი: „მე სიამოვნებით შემოგთავაზებთ სხვა მოდელს, რომელიც შეიძლება მოგეწონოთ“.

ეს სცენარი WeTransfer-ის თანადამფუძნებლის, დამიან ბრედფილდისა და ესპანელი ილუსტრატორის, დევიდ სანჩესის ახალი გრაფიკული რომანის პირველი თავია. ისინი ალგორითმული რეალობისა და მათი მავნე ზემოქმედების შესახებ საუბრობენ.

პირველ თავში ბრედფილდი ონლაინ მარკეტინგს და მიზნობრივ რეკლამას აცოცხლებს რეალურ სამყაროში. ონლაინ და ოფლაინ რეალობას შორის საზღვრების მოშლით, ავტორი მოგვიწოდებს დავფიქრდეთ, რატომ გახდა მისაღები ციფრულ სივრცეში ისეთი ქცევები, რაც ფიზიკურ ყოველდღიურობაში არაეთიკური ჩანს? მთელი წიგნის განმავლობაში ბრედფილდი და სანჩესი ტექნოლოგიებით დაავადებული საზოგადოების „შავი სარკის“ მსგავს პორტრეტებს ხატავენ.

ავტორებს შეეძლოთ, ანალოგიური აზრი ჩვეულებრივი რომანის დაწერით გადმოეცათ, მაგრამ ილუსტრაციების მეშვეობით თხრობა კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან პერსონაჟების აპათია ვიზუალურ ფორმას იღებს. მაგალითად, ერთ თავში ჩნდება პერსონაჟი ლუდიტი, რომელიც მოგზაურობს სამყაროში, სადაც ვინილის ჩანაწერები გაქრა და ნაღდი ფულით გადახდა აკრძალულია. ის დაბნეულია და სიუჟეტის ბოლოს აპატიმრებენ კიდეც — ეს დისტოპიური ხედვაა, მაგრამ ბრედფილდისთვის „ყველაფერი ხდება“.

წიგნი მთავრდება ტურისტების ჯგუფით, რომლებიც სილიკონ ველის მზარდ ქსელს სტუმრობენ — ის ოდესღაც (ანუ, ჩვენს ახლანდელ დროში) ტექნიკური კომპანიებით არსებობის მაღალ საფეხურზე იყო, ახლა კი „მოჩვენებების“ ადგილად ქცეულა. ბოლოს კი მარსზე განთავსებული ამაზონის დროშა მოჩანს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოტა სატირულად ჟღერს, მაგრამ რომანი უფრო გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენს დამოკიდებულებას არ შევცვლით ტექნოლოგიების მიმართ. „ვუყურებთ, როგორ იპყრობენ სამყაროს კორპორაციები, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებენ. ისინი არ ცდილობენ ბალანსის დაცვას“, — ამბობს ბრედფილდი.

Wolt-ისა და Spotlight-ის მეგობრობა გრძელდება!

LiveBoard — ონლაინ პლატფორმა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის