in

სავარაუდოდ, ინსტაგრამზე AI ჩეტბოტი ჩაინტეგრირდება

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩეტბოტების პოპულარობის ზრდასთან ერთად, Instagram-იც იზიარებს ინოვაციური ტექნოლოგიის ტრენდულობას. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პლატფორმაზე AI სისტემა ჩაინტეგრირდება, რომელსაც მომხმარებელთა კითხვებისთვის შესაბამისი პასუხების გაცემა და გარკვეული რჩევების შეთავაზება შეეძლება.

კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ Insider-ის მიერ გამოქვეყნებული სქრინშოთის მიხედვით, მომხმარებლებს 30-მდე განსხვავებული იდენტობის არჩევა შეეძლოთ. გარდა ამისა, ჩეტბოტს შეტყობინებების გენერირებაც და საუბარში მარტივი თეგით ჩართვაც შეუძლია.

ჯერჯერობით მეტი დეტალი უცნობია და არ ვიცით, როდის ამოქმედდება სიახლე. თუმცა გასაკვირი არც არაფერი ყოფილა, ვინაიდან მარკ ცუკერბერგბმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ მეტას ყველა აპლიკაციისთვის „AI პერსონებს“ შექმნიდნენ.

კომპანია ,,არტიტექსს” ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს!

ქართველი მოსწავლეების მიერ შესრულებული Disney’s Aladdin Jr. ბრიტანეთში, ბროდვეის ფესტივალზე