in

ინსტაგრამის AI ფუნქციები ფასიანი ხდება

Lenovo
Lenovo

Meta აქტიურად ეძებს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების მონეტიზაციის გზებს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი სიახლე ინსტაგრამის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ დაადასტურა. მისი განცხადებით, მომავალში მომხმარებლებს პლატფორმის ახალი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოსაყენებლად საფასურის გადახდა მოუწევთ. ყოველკვირეულ კითხვა-პასუხის სესიაზე მოსერიმ უპასუხა მომხმარებლის კითხვას, რომელიც ფოტო და ვიდეო კონტენტის გენერირების უახლეს ფუნქციებზე დაწესებულ ლიმიტებს ეხებოდა. მისი განმარტებით, ინსტაგრამი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებისთვის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სააბონენტო მოდელზე გადადის. ამ მოდელების მუშაობა საკმაოდ დიდ საოპერაციო ხარჯებთან არის დაკავშირებული. მართალია, ამ ეტაპზე მათი გამოყენება უფასოა ყოველდღიური ლიმიტების ფარგლებში, თუმცა გუნდი უკვე მუშაობს ფასიან პაკეტებზე, რომლებიც მომხმარებლებს მეტ წვდომას მისცემს.

ახალი სააბონენტო პაკეტები და ლიმიტები

ცოტა ხნის წინ მეტამ წარადგინა სააბონენტო პაკეტი ინსტაგრამ პლუსი, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ მოიცავს ხელოვნური ინტელქტის დამატებით ფუნქციებს. მიუხედავად ამისა, შეზღუდვები უკვე შეეხო იმ ეფექტებს, რომლებიც Muse-ის ახალ იმიჯ-მოდელზე მუშაობს. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, სისტემა მომხმარებლებს მუშაობის გასაგრძელებლად ფასიანი პაკეტის შეძენას სთავაზობს.

მსგავსი მიდგომა ვრცელდება მეტას ჭკვიან სათვალეებზეც. ახალი პაკეტი, სახელწოდებით მეტა ვანი, ფასიანი მომხმარებლებისთვის საუბრის ფოკუსირების ფუნქციის შეუზღუდავ გამოყენებას ითვალისწინებს, ხოლო უფასო რეჟიმში მყოფთათვის ეს დრო თვეში მხოლოდ სამი საათით შემოიფარგლება.

მზარდი საოპერაციო ხარჯების დაბალანსება

ეს აჩვენებს, რომ მეტა თანდათან გადადის ხელოვნური ინტელექტის ფასიან მოდელზე, რათა დააბალანსოს გაზრდილი საოპერაციო და დეველოპმენტის ხარჯები. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მართალია, ურჩევნიათ სერვისების უმრავლესობა უფასო დატოვონ, თუმცა სერვერების მზარდი ხარჯები მათ აიძულებს, შეზღუდონ მოხმარება ან მომხმარებლებს საფასურის გადახდა სთხოვონ.

ფასიანი ელემენტების დამატება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ტექნოლოგიურ განვითარებაში მილიარდობით დოლარის ინვესტირების შემდეგ, ხარჯების ნაწილის მომხმარებლებზე გადანაწილება გარდაუვალი იყო, ახლა კი ამ პროცესის ოფიციალური დადასტურებაც გვაქვს.

წყარო: Socialmediatoday

ბევრი მადლობა, ერთი ბოდიში და 48 საათი კანის ოქრომდე – ის, რაც არ იცოდით გიორგი აბულაძისა და ლუკა მოსიაშვილის თავგადასავლიდან

N1 ქსელი სამოგზაუროდ – „სელფის” როუმინგის კამპანია