in

Instagram-ის ახალი ვერსია თქვენს ბატარეას ჭარბად აღარ მოიხმარს

თუ თქვენი ტელეფონის ბატარეასაც ყველაზე მეტად ინსტაგრამი მოიხმარს, შეგიძლიათ უკვე აღარ იდარდოთ… ეს პრობლემა განსაკუთრებით ნაცნობი გახდა Android-ის, უფრო ზუსტად, Pixel-ის მომხმარებლებისთვის. ამ ამბის საპასუხოდ კი მეტამ განახლება გამოუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსტაგრამი თქვენი ტელეფონის ბატარეის ჭარბად ხარჯვას თავს დაანებებს — შეცდომის გამოსასწორებლად Instagram-მა ვერსია 382.0.0.49.84 შემოგვთავაზა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია მომხმარებლებმა პირველად მაისის შუა რიცხვებში, Pixel-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ, შეამჩნიეს. აღნიშნულ საკითხზე Samsung-ისა და OnePlus-ის მომხმარებლებიც საუბრობდნენ… ამიტომ, Google-მაც საჯაროდ აღიარა პრობლემა და დაადასტურა კიდეც, რომ საქმე ინსტაგრამის აპლიკაციაში იყო და არა, ანდროიდის სისტემაში. 

ხარვეზის გამომწვევ მიზეზზე არაფერს ამბობენ და მომხმარებლებს პირდაპირ ინსტაგრამის განახლებაზე მოუწოდებენ… 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დაფინანსების მოძიებაზე ბიზნეს სესია გაიმართება

„ლოქსიტანი პროვანსიდან“ – „გალერია თბილისში“ ახალი კონცეფციის სილამაზის ბუტიკი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოს ტოპ-10 სივრცეს შორის უკვე დასახელდა