ჩვენი სოციალური ქსელები ზოგჯერ ისევე ითხოვს გადატვირთვას, განახლებას, როგორც ჩვენი პირადი ცხოვრება. ამ სტატიაში გაგაცნობთ, რამდენიმე ხერხს, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ინსტაგრამის ალგორითმი.
Instagram-ის ალგორითმის გადატვირთვა არის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაასუფთაოთ თქვენი რეკომენდებული კონტენტი, თუმცა მანამდე სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ის. პლატფორმაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, თქვენ ინსტაგრამს ასობით ათასი სიგნალი აძლევთ იმ ტიპის კონტენტის შესახებ, რომლის ნახვაც გსურთ. მოწონებები, კომენტარები და გაზიარებები აშკარაა, მაგრამ უფრო დახვეწილ, პასიურ სიგნალებსაც კი შეუძლია თქვენი არხის ჩამოყალიბება. ის პატარ-პატარა მომენტებს აგროვებს და ინახავს.
თუმცა დროთა განმავლობაში ხვდებით, რომ შეიძლება აღარ გაინტერესებდეთ ან მოგბეზრდეთ ის ვიდეოები თუ რილსები, რომლებსაც ეს პლატფორმა გთავაზობთ, მაგრამ ისიც არ იცით, როგორც შეცვალოთ კონტენტი ახლით.
როგორ აღადგინოთ თქვენი Instagram ალგორითმი 5 ნაბიჯში
- გადადით საკუთარ პროფილზე და More options-ს დააწკაპეთ მარჯვენა კუთხეში;
- ნახეთ Content preferences და დააჭირეთ Reset suggested content;
- მიჰყევით მითითებებს ეკრანზე და აირჩიეთ Next;
- დასადასტურებლად შეეხეთ ღილაკს Reset suggested content.
რა ხდება Instagram-ის ალგორითმის გადატვირთვის შემდეგ
გადატვირთვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეამჩნევთ, რომ კონტენტი, რომელსაც თქვენი ინსტაგრამი გთავაზობთ, სუფთა ფურცლიდან დაიწყება. Instagram დაიწყებს თქვენი რეკომენდაციების პერსონალიზაციას ახალი სიგნალების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რას არ ცვლის გადატვირთვა: ანგარიშები, რომლებიც გამოწერილი გაქვთ, იგივე დარჩება; არ შეიცვლება რეკლამები; თქვენი პოსტები და შეტყობინებები.
თუ მთლიანი განახლება არ გსურთ, შეგიძლიათ, მცირე კორექცია ჩაატაროთ თქვენს ინსტაგრამზე.
- შეეხეთ ღილაკს Interested იმ პოსტებზე, რომელთა ნახვაც გსურთ;
- ასევე, შეეხეთ Not interested პოსტზე სამ წერტილზე შეხებით იმ ვიდეოებისა და ფოტოებისთვის, რომლებიც არ გაინტერესებთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს პარამეტრები ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენს რილსებზე.
ამ აქტივობის გამეორება სხვა დროსაც შეგიძლიათ.
რაც შეეხება რეკლამას, შეგიძლიათ, აირჩიოთ Hide ad ფუნქცია და აპი შეასწორებს თავის ალგორითმს, რათა მომავალში ნაკლებად გაჩვენებთ ამ ტიპის რეკლამები.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ, გათიშოთ იმ ადამიანების ნოტიფიკაციები, რომლებიც გამოწერილი გყავთ ისე, რომ მათ ეს ვერც გაიგონ.
ყველა ეს ქმედება მონაწილეობს ინსტაგრამის ალგორითმის დახვეწაში, რომელიც განსაზღვრავს, როდის რა პოსტებს ხედავთ და რატომ.