in

6 ხელსაწყო Instagram-ის ანალიტიკისთვის

გახსოვთ ის დრო, ე.წ. „ლაიქები” ინსტაგრამზე სტატისტიკისთვის საუკეთესო მეტრიკა რომ იყო? ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის და ხელმისაწვდომი მონაცემების დიდი მოცულობის დამუშავებაა საჭირო. თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, რომლისთვისაც ინსტაგრამი მთავარი სოციალური ქსელია, ან ხართ კონტენტკრეატორი, ინსტაგრამის ანალიტიკა დაგეხმარებათ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, დაგეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ რა სახის კონტენტი გაზრდის თქვენს წვდომას და, ასევე, დაგეხმარებათ თქვენი აუდიტორიის გაზრდაში.

ინსტაგრამის რომელ მეტრიკას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ინსტაგრამის ანალიტიკის ინსტრუმენტებში უამრავი რიცხვია, თუმცა თითოეული მათგანის გაკონტროლება აუცილებელი არაა. გამოცდილი კრეატორები გვირჩევენ, თვალყური ვადევნოთ საშუალო ყურების დროს, მოწონებასა და გაგზავნის სიჩქარეს.

ასევე, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მონაცემები:

  • რამდენი ადამიანი გადადის კონტენტიდან პირად შეტყობინებაში
  • როგორია კომენტარების ხარისხი და ჩართულობა
  • რამდენი არაგამომწერი აღმოაჩენს თქვენს შინაარსს

როგორ უნდა ნახოთ Instagram ანალიტიკა აპლიკაციაში

ინსტაგრამის ყველა ძირითადი ანალიტიკა ხელმისაწვდომია აპლიკაციაში. ამისთვის საჭიროა ბიზნესის ან შემქმნელის ანგარიშის ქონა. 

ერთი კონკრეტული პოსტის სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკზე View insights, რომელიც მიმაგრებულია ყოველი პოსტის ბოლოში. აქ თქვენ ნახავთ მოწონებებს, გაზიარებებს, კომენტარებსა და შენახვის რაოდენობას. თქვენ ასევე შეგიძლიათ, ნახოთ რამდენ ანგარიშს მიაღწიეთ ერთი პოსტით და რომელი იყო მათგან ახალი ანგარიში.

თქვენი Instagram ანგარიშის მთლიანობაში სანახავად მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

  1. გადადით თქვენს Instagram პროფილზე
  2. დააწკაპუნეთ სამ ჰორიზონტალურ ხაზზე ზედა მარჯვენა მხარეს, რათა გადახვიდეთ Setting and activity გვერდზე
  3. შეეხეთ Insights-ს ინსტაგრამის ანალიზის სანახავად.

ანალიტიკის ჩანართში შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი Instagram-ის ძირითადი მეტრიკა: ნახვები, ინტერაქცია და გამომწერების საერთო რაოდენობა. 

თუ თქვენ გაქვთ ინსტაგრამის ბიზნესექაუნთი, ასევე შეგიძლიათ, იხილოთ ინსტაგრამისა და ფეისბუკის ინფორმაცია გვერდიგვერდ, Meta Business Suite-ზე. ზოგადად, Insights Meta Business Suite უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე Instagram-ის აპლიკაცია. აქ შეგიძლიათ გვერდის საფუძვლიანი ანალიზის გაკეთება, თქვენ მიერ გამოქვეყნებული კონტენტის ნახვა და აუდიტორიის დეტალური ანალიზი.

არსებობს ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც ამ საქმეს უფრო გაგიმარტივებთ და ვეცდებით, გაგაცნოთ ისინი.

Buffer

ეს არის სოციალური მედიის მართვის პლატფორმა, რომელიც დაგეხმარებათ კონტენტის იდეების შენახვაში, კომენტარებზე პასუხის გაცემაში, სოციალური მედიის პოსტების დაგეგმვაში, AI-ს მეშვეობით ქოფის გაკეთებასა და ბევრ სხვა საკითხში.

SocialBlade

SocialBlade არის Instagram-ის ანალიტიკის ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია, რომელიც ყველა ძირითად ფუნქციას მოიცავს. ის განსაკუთრებით დააინტერესებთ სოციალური მედიის მენეჯერებს, რომლებიც უშვებენ კამპანიებს და აკვირდებიან ინფლუენსერებს. მისი გამოწერის საფასური $3.99-დან იწყება.

Mintor

14 დღის განმავლობაში უფასო ვერსიის ცდის საშუალებას გაძლევთ, რა დროსაც ნახავთ, როგორ გამოგადგებათ. ის კარგი ანალიტიკური ინსტრუმენტია არა მხოლოდ ინსტაგრამისთვის, არამედ TikTok-ის, Facebook-ის, Threads და LinkedIn-ისთვისაც. ამ ინსტრუმენტით ინსტაგრამის რამდენიმე ანგარიშის მართვაც შეიძლება. 

Social Status

ის განსაკუთრებით კარგი ხელსაწყოა მცირე ბიზნესისთვის. მას შეუძლია Instagram მარკეტინგის წარმოება, ინფლუენსერების აღმოჩენა და რეკლამის ანალიზი. თუ თქვენ აწარმოებთ მეტა რეკლამებს და გჭირდებათ კონკურენტების ანალიზი, Social Status დაგეხმარებათ.

Reportei

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ეს ხელსაწყო მზა შაბლონებსაც გთავაზობთ და თაიმლაინის შედგენასაც. შეგიძლიათ ჩაწეროთ კამპანიის ეტაპები თარიღებითა და მოვლენებით. ეს დაგეხმარებათ წარმოადგინოთ თქვენი Instagram ანალიტიკის უფრო ზუსტი სურათი.

Keyhole

მას აქვს Instagram Story-ს ანალიტიკა, მონაცემების ისტორია, ინსტაგრამის აუდიტორიის დემოგრაფიული მონაცემები, დეტალური მეტრიკა ინსტაგრამის ჰეშტეგებზე.

ასევე, ის არის სოციალური მოსმენის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ტენდენციების, კონკურენტებისა და უკუკავშირების თვალყურის დევნებაში.

ინსტაგრამის ანგარიშების ანალიტიკა დაგეხმარებათ თქვენი საერთო სოციალური სტრატეგიის სწორი მიმართულებით გადატანაში. გადახედეთ ვარიანტებს და აირჩიეთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული ხელსაწყო.

Google VS ChatGPT — შესაძლოა, მალე Google Search-ში კითხვებზე AI-მ გიპასუხოთ

არანაირი საკომისიო – უმარტივესად გადაიხადეთ ამანათის ტრანსპორტირების თანხა თიბისის მობაილბანკიდან